10. „ზაფხულის მეფეები“/The Kings Of Summer – „რა მოხდება თუკი სახლს დავტოვებ და საუკეთესო მეგობრებთან ერთად ხის სახლში ვიცხოვრებ?“ - ალბათ, ერთხელ მაინც გაგჩენიათ მსგავსი კითხვა, თუმცა ამის გაკეთება ყველას, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ეს ძალიან საინტერესო ფილმი სამი ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სახლიდან გაქცევასა და ტყეში ცხოვრებას გადაწყვეტენ. ისინი ხის ქოხს ააგებენ და იწყება თავისუფალი, თავგადასავლებით სავსე ზაფხული.
9. „თავგადასავლების სამყარო“/Adventureland - ფილმის მთავარი გმირი, კოლეჯის კურსდამთავრებულია და ზაფხულისთვის ფულის შესაგროვებლად გასართობ პარკში იწყებს მუშაობას, რის შემდეგაც მისი ნამდვილი და ძალიან სახალისო თავგადასავალი იწყება. ფილმი საუკეთესო საზაფხულო განწყობას შეგიქმნით.
8. „ძაღლების შუადღე“/ Dog Day Afternoon - ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ამ ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ფილმში, ალ პაჩინოს შესანიშნავ შესრულებას იხილავთ.
7. „ამერიკული გრაფიტი“/American Graffiti - ფილმში ზაფხულის ღამის თავგადასავალია აღწერილი, როცა შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ღამე, როცა ყველაფერი შესაძლებელია.
6. „ეროვნული არდადეგები“/National Lampoon's Vacation - ფილმში გრისუოლდების ოჯახის თავგადასავალია ღწერილი, რომლებიც ზაფხულის არდადეგების გატარებას ველი უელდის პარკში აპირებენ. გზად მათ საინტერესო და მხიარული თავგადასავლები ელით.
5. „ეზოში გამავალი ფანჯარა“/Rear Window - ფილმი 1954 წელსაა გადაღებული. მთავარ გმირს, ჯეფერსს ფეხი თაბაშირში აქვს და ამის გამო სახლშია გამოკეტილი. მისი ერთადერთი გასართობი მთელი დღეების განმავლობაში ფანჯრიდან მეზობლების ცქერაა. ჯეფერსი თავის გარშემო მეზობლებზე დაკვირვების დროს ბევრ საშინელებას აღმოაჩენს.
4. „მოწეულები და აფორიაქებულები“/Dazed And Confused - ფილმში აღწერილია 70-იანი წლების ამერიკული სკოლა და კურსდამთავრებულთა ბოლო დღე სკოლაში, მათი გიჟური გართობა და თავგადასავლები.
3. „იმოქმედე სწორად“/Do The Right Thing - ფილმში ნაჩვენებია ის, თუ როგორ იქცევიან ადამიანები რთულ სიტუაციებში. ის მოგვითხრობს გაუსაძლის პერიოდზე ნიუ-იორკში, როცა აუტანელი სიცხეა და ადამიანები სიგრილეს ნატრობენ და რთულ პერიოდში ერთმანეთს უპირისპირდებიან.
2. „დარჩი ჩემთან“/ Stand By Me - ფილმში აღწერილია მოზარდების თავგადასავალი, რომელიც მათ შემდგომ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. 12 წლის ბორდი და მისი მეგობრები გარდაცვლილი ბიჭის ცხედრის მოსაძებნად მიდიან და მათ ცხოვრებაში ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება.
1. ყბები/Jaws - ზაფხული, რა თქმა უნდა, ზღვაზე დასვენებსთან ასოცირდება, მაგრამ ზღვაზე წასვლა ყოველთვის უსაფრთხო როდია. ფილმში აღწერილია საკურორტო კუნძულზე მომხდარი ამბავი. დამსვენებლებს ზვიგენი ესხმის თავს და ზაფხულის იქ გატარება ნამდვილად არ არსი უსაფრთხო. ადამიანები სისხლისმსელი ზვიგენის წინააღმდეგ ერთიანდებიან. თუ გიყვართ მძაფრი შეგრძნებები, ეს ფილმი თქვენთვის საუკეთესოა.
თემები: კინო, ფილმები, მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="http://www.gamesradar.com">www.gamesradar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია