LIFE

რას აკეთებს ანჯელინა ჯოლი იმისთვის, რომ გლუვი კანი ჰქონდეს და ასაკი არ დაეტყოს? - ვარსკვლავის დერმატოლოგი საიდუმლოს ამხელს

რას აკეთებს ანჯელინა ჯოლი იმისთვის, რომ გლუვი კანი ჰქონდეს და ასაკი არ დაეტყოს? - ვარსკვლავის დერმატოლოგი საიდუმლოს ამხელს

ანჯელინა ჯოლი ყველა ასაკში ინარჩუნებს მომხიბვლელობას. გარდა იმისა, რომ ის ბუნებრივადაა ულამაზესი, ამასთანავე, თავის მოვლის განსაკუთრებული მეთოდებიც აქვს. ენჯის უკვე წლებია ერთი და იგივე დერმატოლოგი ჰყავს, ექიმი რონდა რენდი და სწორედ მისი რეკომენდაციის მიხედვით უვლის სახის კანს.

თავის მოვლის მისი განსაკუთრებული მეთოდი კი ის არის რომ ბუნებრივ პროდუქტებს ანიჯებს უპირატესობას, რომლებიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავენ.

რონდა რენდის შესახებ ჰოლივუდის ვარსკვლავმა „ინსთაილთან“ ინტერვიუში ისაუბრა და დაჰპირდა საზოგადოებას, რომ რონდა ანჯელინას თავის მოვლის საიდუმლოს გაამხელდა. ენჯიმ პირობა შეასრულა და მისმა დერმატოლოგმა Rafinery29-სთან საუბრისას მსახიობის მინიმალისტური თავის მოვლის რუტინის შესახებ ისაუბრა. ისაუბრა იმაზე, თუ რომელია კანის მოვლის მისი საყვარელი საშუალება, როგორ უვლის კანს დახურულ სივრცეში და როგორ იქცევა ადრეული მენოპაუზის პერიოდში, რომელიც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს კანზე.

„როდესაც ანჯელინა თავის სამსახიობო კარიერას იწყებდა, ადრეულ წლებშივე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კანზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი იყო. ანჯელინა ადრეულ წლებში იყენებდა დედის თავის მოვლის საშუალებებს. ყველაზე ინტენსიურად კი, ზეითუნის ზეთს.

რას აკეთებს ანჯელინა ჯოლი იმისთვის, რომ გლუვი კანი ჰქონდეს და ასაკი არ დაეტყოს? - ვარსკვლავის დერმატოლოგი საიდუმლოს ამხელს

ის ყოველთვის ბუნებრივი სილამაზით გამოირჩეოდა, ამიტომაც, ბევრი ძალისხმევა თავის მოვლაზე არასოდეს სჭირდებოდა. მისი თავის მოვლის საშუალებები იყო მხოლოდ მზისგან დამცავი კრემი. კანის გამწმენდი კრემი, ანტიოქსიდანტები და ზოგჯერ იყენებდა გლიკოლის მჟავას და ბუნებრივ პროდუქტებს. ის არ იყენებს ბევრი ქიმიური ნაერთის შემცველობის თავის მოვლის საშუალებებს“, - ამბობს რენდი.

როცა ანჯელინა მოგზაურობს და ეს ძალიან ხშირად ხდება, მას ყოველთვის თან მიაქვს კანის მოსავლელად RR Perfection Cream.

რას აკეთებს ანჯელინა ჯოლი იმისთვის, რომ გლუვი კანი ჰქონდეს და ასაკი არ დაეტყოს? - ვარსკვლავის დერმატოლოგი საიდუმლოს ამხელს

“ეს არის მზისგან დამცავი კრემი, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. გვაქვს კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ანჯელინას ძალიან მოსწონს და მოგზაურობის დროს ყოველთვის თან აქვს, Dermbasics Glycolic Acid Pads 20%. ის ზრდის კოლაგენს, კანს ხდის უფრო ელასტიურსა და გლუვს. კარგია ფორების წინააღმდეგ და ამავდროულად, სახეს აძლევს უფრო ენერგიულ იერს, სახე აღარ არის უფერული და დაღლილი“, - განმარტავს მსახიობის დერმატოლოგი.

რას აკეთებს ანჯელინა ჯოლი იმისთვის, რომ გლუვი კანი ჰქონდეს და ასაკი არ დაეტყოს? - ვარსკვლავის დერმატოლოგი საიდუმლოს ამხელს

როცა ანჯელინამ პირველად მიმართა რენდის, მისი მიზანი პიგმენტური ლაქების მოშორება იყო, რომლებიც ფეხმძიმობის დროს გაუჩნდა. „როცა ფეხმძიმედ ვიყავი სახეზე სიშავეები გამიჩნდა“, - იხსენებს ჯოლი. ლაქების მოსაშორებლად მან ლაზერის სხივები გამოიყენა.

მსახიობი გულახდილად ამბობს, რომ მას შემდეგ მზიან ამინდში ზოგჯერ მაინც უჩნდება პიგმენტური ლაქები და მათი მოშორების მიზნით უწევს ხოლმე ლაზერული პროცედურის განმეორება.

„მართალია ის, რომ ანჯელინას მენოპაუზის პერიოდი ადრეულ ასაკში დაეწყო და ყოველივე მისი ოპერაციებითაა გამოწვეული. ექიმების რეკომენდაციით, ის იცავს ამ პერიოდისთვის აუცილებელ კანის მოვლის რუტინას. იყენებს დამატენიანებელ საშუალებებს და ანტიოქსიდანტების შემცველ პროდუქტებს, რაც კანისთვის შესანიშნავია“, - ამბობს მსახიობის დერმატოლოგი.



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>