სიახლე ლუტეცია ჯგუფისგან - ყველაზე სკანდალური არომატი, Fucking Fabulous უკვე საქართველოშია
- 03.05.2018
„სახელი მარტივი, მაგრამ ყველაფრის მთქმელი..
სურნელი, რომელიც ყველაფრით შეესაბამება სახელწოდებას.
ეს აფეთქებაა, ეს ბომბია, ეს შთაბეჭდილებებია.
ეს არის Fucking Fabulous ბევრი განმარტებების გარეშე“ - Tom Ford
და თუ თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ ზღაპრულ შესაძლებლობებში, თუ გჯერათ საკუთარი მომხიბვლელობისა და არარეალური ძალის, მაშინ ნამდვილად ღირს ინვესტიცია ყველაზე სკანდალურ არომატში სახელად Fucking Fabulous.
აღსანიშნავია, რომ სუნამო გამოჩენისთანავე დიდი პოლულარობით სარგებლობდა მსოფლიოს გარშემო.
„ყველაზე სასურველი მიუწვდომელია" - ასე თვლის თავად Tom Ford. სწორედ ამიტომ, ყველაზე სასურველი არომატის შეძენა მომხმარებლებს რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ 4 ქვეყანაში, Tom Ford-ის 4 ექსკლუზიურ ბუტიკში შეეძლოთ.
და აი, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ლუტეცია ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოშიც წარმოგიდგენთ ყველაზე სკანდალურ არომატს Fucking Fabulous.
შემადგენლობა: ნუშის ზეთი, ტყავი, ქაშმირი, საგე და სხვა.