2018 წლის ყველაზე უჩვეულო შარვლების მოდა - ტრენდული ჯინსები ზღვის სეზონისთვის
- 04.05.2018
ყველა სეზონზე დიზაინერები რაღაც ახალს და უჩვეულოს გვთავაზობენ. გამონაკლისი არც 2018 წლის ზაფხულია. წელს მოდაში ზღვის სეზონისთვის და ფესტივალებისთვის არის ჯინსის უჩვეულო სამოსი, რომელსაც თასმა ჯინსებს უწოდებენ.
ასეთი სამოსით მოდელები პირველად 2017 წელს ტოკიოს მოდის კვირეულზე გამოჩდნენ და მისი ავტორი დიზაინერი Thibaut-ია.
მაშინ მსოფლიოს წამყვანი მოდური გამოცემები წერდნენ, რომ დიზაინერმა ჯინსების სამოსს ნამდვილი აპოკალიფსი მოუწყო.
როგორც ვარაუდობნენ, უჩვეულო სამოსი მალევე ჩაიცვეს პოპულარულმა ადამიანებმა, რამაც სამოსის ტრენდად ქცევა განაპირობა და 2018 წლის ზაფხულში ის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა.
ეს ჯინსის თოკებით შექმნილი სამოსი შეგიძლიათ ჩაიცვათ ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმზე, ასევე ზაფხულის სხვადასხვა სამოსზე, მათ შორის საზაფხულო, ძალიან მოკლე შორტზე.
ნახეთ, რამდენიმე ფოტო. ვფიქრობთ, ის ტრენდული ქართველი გოგონების საყვარელი საზაფხულო სამოსი გახდება.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ჯინსი, ტრენდი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია