
1. Deep Euphoria, Calvin Klein

მანდარინის ფოთოლი და თეთრი წიწაკა, შავი ვარდი, იორდასალამი და ჟასმინი, მუშკი და ფაჩული - იდეალური კომბინაციაა მამაკაცის მოსაჯადოვებლად, დაუჯერებლად ვნებიანი და მკვეთრი არომატი, რომელსაც ის ვერასოდეს დაივიწყებს.
2. Si Intense, Giorgio Armani

შიპრის არომატი ვარდის ეთერზეთითა და ნეროლის აბსოლუტით იდუმალად და მომაჯადოვებლად ჟღერს, აბზინდას მომწარო ნოტებისა და ოსმანტუსის მკვეთრი აკორდის წყალობით.
3. Daisy Eau So Fresh, Marc Jacobs

გრეიფრუტი, ჟოლო, ლიჩი და მსხალი - ტკბილი ხილის არომატი ორიგინალურ დესერტს გვაგონებს, რომელიც ერთი სული გაქვს გასინჯო.
4. My Burberry Black, Burberry

პარფიუმს ისეთი სურნელი აქვს, როგორც ბაღს ჭექა-ქუხილის შემდეგ, როდესაც მწვანე და ყვავილოვანი ნოტების მიქსი შერეულია ერთმანეთში. ატმისა და ჟასმინის თბილი ნოტები მას ელეგანტურობასა და ვნებას მატებენ და არაჩვეულებრივად დახვეწილს ხდიან.
5. Miss Dior Absolutely Blooming, Christian Dior

ჟოლო, ბროწეული და შავი მოცხარი ისე ჟღერს, როგორც ვნების აფეთქება, რომელიც მაისის ვარდისა და ვარდისფერი წიწაკის ცხელი და სექსუალური ნოტებით იშლება. თავის შეკავება შეუძლებელია!
6. Daisy, Marc Jacobs

ველური მარწყვის, გარდენიის, ჟასმინისა და იის ფოთლების ნარევი ამ არომატს მზიურს და თბილს ხდის, მის მფლობელს კი უდარდელობისა და სიმსუბუქის ელფერში ახვევს, რომელიც ასე იზიდავს მამაკაცებს.
7. Eternity Now, Calvin Klein

ქაშმირის ხე, ამბროქსანი და მუშკი ამ არომატს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალურს ხდის, ვინაიდან სწორედ ეს ნოტები ესმით მამაკაცებს, როგორც მგზნებარე და ამაღელვებელი.
8. Womanity, Thierry Mugler

ყველაზე ექსტრავაგანტული ჩვენს რეიტინგში: მარწყვის, ორაგულის ხიზილალის, ლეღვისა და ზღვის წყლის ნოტების შეხამების წყალობით ის ისე უჩვეულოდ ჟღერს, რომ პირდაპირ გულში გხვდება.
9. Pop, Stella McCartney

ტომატის ფოჩისა და მწიფე ვაშლის ნოტები უდარდელ ბავშვობას გვაგონებენ და გვიმაღლებენ განწყობას. ძალიან მხიარული, მზიური არომატი ერთდროულად უმანკოდ და მიმზიდველად ჟღერს.
10. L’Extase, Nina Ricci

თეთრი ყვავილები, ვარდები, კედარი, მუშკი და ამბრი - ველური, ვნებიანი კომბინაცია, რომელიც თბილ კანზე თავბრუდამხვევ მორევად იშლება. ეს თამამი და ვნებიანი ქალებისთვისაა.
თემები: კოსმეტიკა, ქალები, სუნამო, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი, Channel N°5, პარფიუმი
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია