კიტი სპენსერი, პრინცესა დაიანას ძმის შვილი - გოგონა, რომელიც ძალიან ჰგავს ლედი დის
- 20.05.2018
დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს და ღონისძიების ყველა დეტალს დიდი ინტერესით აკვირდებოდა მსოფლიო მედია. განსაკუთრებული ინტერესი კი, პრინცესა დაიანას ძმის შვილმა კიტი სპენსერმა გამოიწვია.
კიტი სპენსერი სამეფო ქორწილში „დოლჩე და გაბანას“ მწვანე, ყვავილების პრინტით გაფორმებული სამოსით მივიდა. მწვანე კაბას კიტიმ ნარინჯისფერი ფეხსაცმელი შეუსაბამა. სადა სამკაული მოირგი, ხოლო ხელში ნარინჯისფერი შარფი ჰქონდა.
პრინცესა დაიანას ძმის შვილი კიტი, შესაბამისად, ჰარისა და უილიამის ბიძაშვილია. ის ჩალრზ სპენსერის ქალიშვილი გახლავთ. ამიტომაც არავის გაკვირვებია, რომ კიტი სამეფო ქორწილში დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდა ასევე დაიანას ძმაც. როგორც ცნობილია, ჩარლზი ყოველთვის თავის დასა და დის შვილებს იცავდა და მათ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.
კიტი სპენსერს საზოგადოება კარგად იცნობს და საჯარო სივრცეში ის პირველად არ გამოჩენილა. დაიანას ძმის შვილის „ინსტაგრამის“ გვერდი დიდი პოპულარობით სარგებლობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა ყურადღებას იპყრობს. განსაკუთრებული პოპულარობა მან მაშინ მოიპოვა, როცა პოდიუმზე „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე გამოჩნდა.
მიიჩნევენ, რომ ეს ქერა გოგონა ყველაზე მეტად ჰგავს პრინცესა დაიანას. ეს ერთ-ერთი მიზეზია მისი პოპულარობის. ბრიტანელებს დაიანასთან მსგავსების გამო კიტი ძალიან უყვართ.
კიტი 28 წლისაა. ის 1990 წლის 28 დეკემბერს ჩარლზ სპენსერსა და ვიქტორია აიტკენს შეეძინათ. გოგონას ძირითადი საქმიანობა მოდელობაა, ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა მოდის კვირეულებზე. კიტის გარდა დაიანას ძმას კიდევ 5 შვილი ჰყავს. კიტი კი, მათ შორის ყველაზე უფროსია.
სანამ მოდელი გახდებოდა, გოგონა კეიპ ტაუნში სწავლობდა, სადაც ფსიქოლოგია, პოლიტიკა და ინგლისური ლიტერატურა შეისწავლა. ის დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით და ცდილობს უსახლკაროებს დაეხმაროს. ამ საქმეში მისი დიდი მხარდამჭერია პრინცი უილიამი.
გოგონას ძალიან უყვარს მოგზაურობა და თუ მის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ, მოგზაურობის დროს სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებულ უამრავ ფოტოს აღმოაჩენთ.
თემები: მოდა, ცნობილი ადამიანები, სამეფო, დაიანა, კიტი სპენსერი
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>