LIFE

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

1. დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები - 16 წლიანი ქორწინების შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობენ და ისევე უყვართ ერთმანეთი, როგორც ურთიერთობის საწყის ეტაპზე. „ის არის ადამიანი ვინც მხარს მიჭერს, ვუყვარვარ და ყოველ დღე ჩემი შთაგონების წყარო ხდება“, - ამბობს ვიქტორია დევიდის შესახებ. 

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

2. ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგანი - ეს ორი 2006 წლიდან ერთადაა, თუმცა დაქორწინების გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღეს. „ვიცი რომ ის მიყვარს, ვიცი, რომ ცხოვრება მხოლოდ მის გვერდით შემიძლია და დროის გატარება სამუდამოდ მის გვერდით მსურს“, - ამბობს ჯონ ლეჯენდი. 

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

3. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი - წყვილი ერთმანეთს 2008 წელს, “Green Lantern”-ის გადაღებისას შეხვდა. თუ შეიძლება ურთიერთობა იყოს იდეალური, ალბათ ასეთად სწორედ ბლეიკისა და რაიანის ურთიერთობა შეგვიძლია მივიჩნიოთ. თავად თვლიან, რომ ასეთი ურთიერთობის მიზეზი ისაა, რომ ერთმანეთისთვის მეგობრები არიან. „პირველ რიგში, ის ჩემი მეგობარია და ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ბედნიერების საიდუმლო“, - ამბობს ბლეიკ ლაივლი.

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

4. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი - მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამეფო ოჯახის წევრები არიან და გარკვეულწილად ჩარჩოებში უწევთ ცხოვრება, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ცდილობენ ჩეულებრივი ადამიანების მსგავსად იცხოვრონ და ნორმალური ქორწინება ჰქონდეთ. წყვილს სამი ძალიან საყვარელი შვილი ჰყავს.

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

5. ამალ და ჯორჯ კლუნები - ჯორჯ კლუნი ამბობდა, რომ არასოდეს მიიღებდა დაქორწინების გადაწყვეტილებას. შემდეგ კი შეხვდა ადვოკატს, ადამიანის უფლებათა დამცველს, ამალს და ყველაფერი შეიცვალა.

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

6. სნუპ დოგი და შანტე ბროადუსი - მათი სიყვარულის ისტორია სკოლის პერიოდიდან იწყება. წყვილი 18 წელია ქორწინებაშია.

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

7. ფრედი პრინც ჯუნიორი და სარა მიშელ გელარი - წყვილი 13 წელია ქორწინებაშია, ისინი პრესასთან თამამად და ღიად საუბრობენ ხოლმე თავიანთი ურთიერთობის შესახებ. „დიახ, ქორწინება გამოწვევაა, და ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობა მყარი იყოს“, - ამბობს ფრედი.

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

8. ემილი ბლანტი და ჯონ კრასინსკი - კრასინსკი ხშირად აღნიშნავს, თუ როგორ გიჟდება თავის ცოლზე. წყვილი 8 წელია ქორწინებაშია.

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

9. გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი - ამ მოსიყვარულე წყვილს წლების შემდეგაც ისე უყართ ერთმანეთი, როგორც ურთიერთობის დასაწყისში. ისინი ერთმანეთს მხარს უჭერენ და გვერდით უდგანან. ერთად მედიტირებენ კიდეც. კურტს არასოდეს ერიდება რომ საჯაროდ, კამერების წინ გამოუტყდეს თავის საყვარელ ქალს სიყვარულში.

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ

10. პორტია დე როსი და ელენ დეჯენერსი - წყვილი წლებია ბედნიერად ცხოვრობს. ისინი კამერების წინ ხშირად საუბრობენ ერთმანეთზე და თანაცხოვრების დეტალებზე.

ვარსკვლავური წყვილები, რომელთა განშორებაც თაყვანისმცემლებს ვერ წარმოუდგენიათ



<a href="https://www.facebook.com">https://www.facebook.com</a>