1. ვერძი - 5-დან 19 ივნისამდე პერიოდი კარგია ოჯახური ურთიერთობების მოგვარებისთვის. უნდა გამოიჩინოთ უფრო მეტი კომუნიკაბელურობა და გააცნობიეროთ, რომ ჯანსაღი დიალოგის გზით ყველანაირი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. დროა, თქვენს ყველაზე გიჟურ იდეებსაც გასაქანი მისცეთ და ხმამაღლა ისაუბროთ მათ შესახებ.

სამყარო მათ განხორციელებაში დაგეხმარებათ, მთავარია, რომ დროულად გაამჟღავნოთ ეს იდეები. მოსალოდნელია, რომ ახალი მეგობრებისგან ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ და მიზანთან უფრო ახლოს მიხვალთ.

2. კურო - თქვენთვის გამოწვევბით სავსე იქნება ივნისი, თუმცა ყველა გამოწვევას გაუმკლავდებით და საბოლოო ჯამში, წარმატება გელით. უნდა დატოვოთ დაცული ზონა, ნუ შეგეშინდებათ. მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა. ეცადეთ იყოთ უფრო შემოქმედებითები, გამოხატეთ საკუთარი თავი, შინაგანი სამყარო. დაუთმეთ დრო და ენერგია საკუთარ სიამოვნებას. წადით საყიდლებზე, წაიკითხეთ წიგნი, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

გარშემომყოფებს მკაფიოდ უთხარით თქვენი სურვილების შესახებ, უთხარით ის, თუ რა გაგაბედნიერებთ. მოსალოდნელია, რომ სწორედ მეგობრები ითამაშებენ გარდამტეხ როლს და თქვენს ივნისს ბედნიერს გახდიან.

3. ტყუპები - საუკეთესო თვე გელოდებათ. ივნისი ყველა შესაძლებლობას მოგცემთ ბედნიერებისთვის. ეს თვე სავსე იქნება შემოსავლით, ვნებით, სიყვარულით, დასვენებით, გარობით, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით. ასე რომ, მოემზადეთ ბედნიერებისთვის.

იქნებით იმაზე მომხიბვლელები, ვიდრე ოდესმე და ახალ თაყვანისმცემელთა არმია გამოჩნდება. იგრძნობთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას, ენერგიის მოზღვავებას და სხვებისთვის შთაგონების წყარო გახდებით.

4. კირჩხიბი - კონცენტრირება მოახდინეთ თვითგანვითარებაზე და თვითდისციპლინაზე. გამოიჩინეთ უფრო მეტი ყურადღება საქმისადმი, თორემ შეიძლება ივნისი თქვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდეს. პატივი ეცით, პირველ რიგში, საკუთარ თავს და შემდეგ გარშემომყოფებს. დაივიწყეთ ბავშვური ჭირვეულობა. კარგი იქნება, თუ მცირე დროს განტვირთისთვის გამოყოფთ, თუმცა დასასვენებლად არ წახვიდეთ ხმაურიან ადგილას.

ეცადეთ, იყოთ მშვიდად, წყნარად, დაფიქრდეთ ცხოვრებაზე და მკაფიოდ დაინახოთ, თუ რისი გაკეთება გსურთ, იპოვოთ ყველა კითხვაზე პასუხი. ივნისის ბოლოს თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან. ენდეთ ახალ მეგობრებს, რომლებიც თქვენს საქმიანობას უფრო წარმატებულს გახდიან.

5. ლომი - დროა, მთელი თქვენი ენერგია და ნიჭი კარიერულ წინსვლას მოახმაროთ. ცოტა ხნით დაივიწყეთ პირადი ურთიერთობები. ივნისში კარიერული ზრდის თალსაზრისით ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სასიყვარულო ურთიერთობის კუთხით არაფერი შეიცვლება, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლაა. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

6. ქალწული - ივნისში გაგიჭირდებათ ბალანსის პოვნა და ცოტა ქაოსური თვე იქნება თქვენთვის. გაგიჭირდებათ პრიორიტეტების დალაგება. სამსახურმა შესაძლოა პირად ურთიერთობებს ავნოს, თუმცა თვის ბოლოს ყველაფერი დალაგდება.

მთავარია, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ემოციების მართვა შეძლოთ. უფრო მეტად ენდეთ ადამიანებს და საკუთარ თავს. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს ნუ შეიტანთ. ეს დამღუპველია.

7. სასწორი - ივნისი არის პერიოდი, როცა თქვენს გონებათ გადატვირთვა სჭირდება. სულს კი, სიმშვიდე და დასვენება. სხვაგვარად უბრალოდ ვერ შეძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვნით კითხვებზე პასუხებს და შეძლებთ ბალანსის პოვნას. ივნისის მიწურულს, როგორც კარიერული, ასევე სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით, წარმატება გელოდებათ.

8. მორიელი - იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. მთავარია, ეს ენერგია სწორად მიმართოთ, სწორად გამოიყენოთ და აგრესიული არ გახდეთ. იქნებით ოპტიმისტები და საბოლოო ჯამში ამ ოპტიმიზმის წყალობით დადებით რეზულტატს მიიღებთ ფინანსების გაზრდისა და სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით. შესაძლოა, ცხოვრების გზაც კი შეცვალოთ და თუ ასე მოიქცევით, დიდი წარმატება გელით.

9. მშვილდოსანი - გილოცავთ მშვილდოსნებო, ივნისი ერთ-ერთი საუკეთესო თვეა თქვენთვის და წარმატება სწორედ ახლა დაიწყება. განსაკუთრებით დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი კარიერული თვალსაზრისით. თქვენი ოპტიმიზმი შედეგს ივნისში გამოიღებს.

ამ თვეში საფუძველი ჩაეყრება თქვენს თავბრუდამხვევ კარიერას, რომელიც განსაკუთრებულ შედეგს წლის ბოლოს მოგიტანთ. თქვენთვის ეს იმ დადებითი ცვლილებების დროა, რომელსაც ამდენი ხანია ელოდით. თქვენი სიბრძნე გაიმარჯვებს.

გარდა კარიერული წინსვლისა, მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობაშიც წარმატება. შესაძლოა, მეგობრებმა გაგიცრუონ იმედი, მაგრამ ამაზე ნუ იდარდებთ, რადგანაც უმჯობესია იყოთ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გგულშემატკივრობენ და მხარს გიჭერენ. ივნისის ბოლოს დრო დაუთმეთ დასვენებას და განტვირთვას.

10. თხის რქა - ცოტა ხნით შეწყვიტეთ მუშაობა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დრო გამონახოთ სასიყვარულო ურთიერთობის მოწესრიგებისთვის და გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის. თუ ასე არ მოიქცევით, პირად ურთიერობასთან ერთად, კარიერული კუთხითაც წარუმატებლობა გელით.

კონცენტრირება დასვენებასა და განტვირთვაზე მოახდინეთ. უფრო მეტი ურთიერთობა დაამყარეთ საყვარელ ადამიანებთან

11. მერწყული - ასტროლოგები გირჩევენ, ცოტა ხნით დაივიწყოთ გიჟური იდეები და მარტივად, ჩვეულებრივი მოკვდავებივით იცხოვროთ. კონცენტრირდით ოჯახზე, ოჯახურ ბედნიერებაზე და საკუთარი თავისთვის მყუდრო გარემოს შექმნაზე. თავი აარიდეთ სამსახურის შეცვლას.

შესაძლოა, ამ თვალსაზრისით შეცდომა დაუშვათ და თქვენთვის შეუფერებელ ადგილას აღმოჩნდეთ. მოსალოდნელია საზაფხულო რომანი, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

12. თევზები - ნურაფერს გაასაიდუმლოებთ, თქვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ღია და ყველასთვის ნათელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა,პრობლემები შეგექმნათ და გარკვეული საქმეების ბუნდოვანების გამო წარუმატებლობამ იჩინოს თავი. უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

დაკავდით ისეთი საქმით, რომელიც ინსპირაციის წყარო გახდება, უფრო კონცენტრირებულს გაგხდით და ბალანსს გაპოვნინებთ. მაგალითად, შეგიძლიათ დაკავდეთ იოგით. არ იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე, ასევე არც საქმიანობის სფეროს შეცვლაზე. მოერიდეთ ამ თვეში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას.