LIFE

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში ჰარის ყოფილი შეყვარებული და მისი ყველაფრისმთქმელი გამომეტყველება ყველამ ვნახეთ. ჰარი არ არის ერთადერთი პოპულარული ადამიანი, რომელმაც ქორწილში ყოფილი შეყვარებულის დაპატიჟება გადაწყვიტა.

ვნახოთ ვარსკვლავები, რომლებიც ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს:

1. ვალერიე ბერტინელი და ედი ვან ჰალენი - მსახიობი ვალერიე ბერტინელი და მუსიკოსი ედი ვან ჰალენი 25 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც თავად ამბობენ, ისინი მეგობრებად დარჩნენ და უფრო მეტიც, როცა ედი კვლავ დაქორწინდა, ქორწილს მისი ყოფილი ცოლი ესწრებოდა. „როგორ შეიძლება მძულდეს ის. ჩვენ ხომ საერთო შვილები გვყავს?!“, - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

2. დემი მური და ბიურ უილისი - მსახიობები ერთმანეთს 1998 წელს, 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ და სამი ქალიშვილი ჰყავთ. როცა 2005 წელს დემი მური ეშტონ კატჩერზე დაქორწინდა, ბრიუს უილისი სტუმრებს შორის იყო. 2009 წელს კი, როცა ბრიუსმა მოდელსა და მსახიობ ემა ჰერმინგზე დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღო, საქორწინო ცერემონიას დემიც ესწრებოდა. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

3. კრისტი ბრინკლი და ბილი ჯოელი - სუპერმოდელი და მუსიკოსი 1994 წელს, 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. 2004 წელს კრისტი პიტერ ქუქზე დაქორწინდა და საქორწინო ცერემონიას ბილიც ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ბილი ჯოელმაც დაპატიჟა ქორწილში თავისი ყოფილი. როგორც ცნობილია, დღეს ბილი და კრისტი ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს უჭერენ სხვადასხვა წამოწყებებში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის ეკითხებიან ერთმანეთს მოსაზრებას. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

4. დონალდ და ივანა ტრამპები - როგორც ცნობილია, სხვა ქალთან ურთიერთობის გამო მიატოვა დონალდმა ივანა. ხოლო ივანამ, 2008 წელს, როცა როსანო რუბიკონდიზე დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღო, ქორწილში თავისი ყოფილი დაპატიჟა. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

5. ჩარლი შინი და ბრუკ მილერი - ჩარლისა და ბრუკ მილერის ურთიერთობა ნამდვილი დრამა იყო. ნარკოტიკები, სასმელზე დამოკიდებულება - ყოველივემ ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა წყვილმა შეძლო, რომ მეგობრებად დარჩენილიყვნენ. უფრო მეტიც, როცა ჩარლი 2014 წელს ბრეტ როსიზე დაინიშნა, ნიშნობის ცერემონიას მილერიც ესწრებოდა. 2015 წელს ჩარლი შინი ბრეტ როსისაც დაშორდა. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

6. ანჯელინა ჯოლი და ჯონი ლი მილერი - ანჯელინა და ჯონი ლი მილერი 1996 წელს დაქორწინდნენ და განშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. ჯოლიმ ის 2014 წელს ბრედ პიტთან ქორწინების ცერემონიაზეც კი დაპატიჟა. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

7. ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ თორნტონი - წყვილი 2000-2003 წლებში ხვდებოდა ერთმანეთს და ის ანჯელინას კიდევ ერთი ყოფილი პარტნიორია, რომელიც მისი და ბრედ პიტის საქორწინო ცერემონიას ესწრებოდა. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

8. ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი წყვილი 2003 წელს დაშორდა ერთმანეთს. როდესაც ჯენიფერმა ჯასტინ თეროუქსზე დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღო, მან ქორწილში ბრედი დაპატიჟა.

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

9. რიზ უიზერსპუნი და რაიან ფილიპი - წყვილი 1999 წელს დაქორწინდა და ორი შვილი ჰყავთ. 2007 წელს მათ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს და მიუხედავად განშორებისა, იდეალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ. რიზი 2011 წელს ჯიმ თოტიზე დაქორწინდა და ცერემონიაზე თავისი შვილების მამაც დაპატიჟა, ასევე ფილიპმაც დაპატიჟა რიზი თავის ქორწილში. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

10. პრინცი უილიამი და ჯესიკა ქრეიგი - 2016 წელს, როცა ჯესიკა დაქორწინდა, მან ქორწილში თავისი ყოფილი შეყვარებული დაპატიჟა და პრინცი სტუმრებს შორის იყო. ისინი დღემდე მეგობრობენ და ამასთანავე, საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. მაი საქმიანობა კი ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული.

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

11. სანდრა ბალოკი და ჯეს ჯეიმსი - წყვილი 2005 წელს დაქორწინდა, ხოლო 2010 წელს განქორწინების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სანდრამ აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა. ჯეიმსმა სანდრა ქორწილში დაპატიჟა, თუმცა როგორც ჩანს, მსახიობმა ვერ შეძლო მასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, რადგანაც ქორწილს არ დასწრებია. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

12. გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი - წყვილი მართალია ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ისინი ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები არიან და ერთმანეთისადმი დიდ პატივისცემას იჩენენ. გვინეტი ამჯერად ურთიერთობაშია ბრედ ფალჩუკთან და კრისი მათ გარემოცვაში ხშირად ატარებს დროს. ინსტაგრამზე გვინეტი ყოფილ და ახალ პარტნიორებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. ისინი ხშირად ვახშმობენ ერთად და წარსული ურთიერთობა არანაირ დისკომფორტს არ უქმნით. 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

13. პრინცი ჰარი და ჩელსი დევი - ჩელსის ჰარი შვიდი წლის განმავლობაში ხვდებოდა. 2011 წელს კი, ჰარიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შეყვარებულს დაშორდა. ამ ორმა განშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა და პრინცმა ის ქორწილშიც კი დაპატიჟა.

 

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს

14. პრინცი ჰარი და კრესადა ბონასი - ჰარის კიდევ ერთი ყოფილი პარტნიორი, რომელიც მის ქორწილს დაესწრო. წყვილი ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. დაშორების გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღეს.

ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში ყოფილი პარტნიორები დაპატიჟეს