ძლიერი ქალი მამაკაცს არ ეხვეწება, როცა გრძნობს რომ არასასურველია, ის მიდის - ფსიქოლოგების რჩევა
- 22.05.2018
ალბათ, ყველა ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა თავი არასასურველად იგრძნო. ხვდებით მამაკაცს, მოგწონთ ის. ჩანს, რომ ისიც სიმპათიითაა თქვენ მიმართ განწყობილი. მიდიხართ მასთან პაემანზე. მუცელში პეპლები დაფრინავენ, უფრო მეტად ახლოვდებით და ფიქრობთ, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვნეთ, რომ ამ მამაკაცზე მალე დაქორწინდებით კიდეც.
შემდეგ ხდება ისე, რომ მამაკაცი თქვენთან შეხვედრის სურვილს იშვიათად იჩენს და მიწაზე ეშვებით. მოულოდნელად მარტო რჩებით და გაქვთ იმედი, რომ ის დაგიბრუნდებათ, რომ ძველებური ურთიერთობა გექნებათ და არ გსურთ რეალობასთან შეჯახება, არ გინდათ იმის დაჯერება, რომ მას უბრალოდ თქვენთან ურთიერთობა აღარ სურს.
ის აღარ გირეკავთ, აღარ გწერთ და აღარ გხვდებათ. ასეთ დროს აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ გულგატეხილი და გაბრაზებული ხართდა მოსვენებას არ გაძლევთ სურვილი იმისა, რომ წახვიდეთ და პირდაპირ სახეში უთხრათ რა სულელია იმის გამო, რომ თქვენზე უარი თქვა. და მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება სიყვარულისთვის ბრძოლა დაარქვათ და ამ თვალსაზრისით თქვენი ქმედება გაამართლოთ, ასე მაინც ნუ მოიქცევით.
მამაკაცის მიმართ გადაჭარბებული ყურადღების გამოჩენით, უთვალავი შეტყობინების გაგზავნით, მის თვალში მხოლოდ და მხოლოდ შეშლილად გამოჩნდებით.
ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ნუ დაკარგავთ დროს და ნუ შეალევთ ენერგიას იმ ადამიანს, რომელიც თქვენს სიყვარულს არ იმსახურებს. შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ მოგზაურობისთვის, ახალი ადამიანების გასაცნობად და რა თქმა უნდა, ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად.
უნდა დაინახოთ, რომ მისთვის არასასურველი ხართ. ნუ დახუჭავთ თვალებს და თავს ნუ მოიტყუებთ. ყველაფერი თქვენ თვალწინაა. რატომ უნდა შეეხვეწოთ იმ ადამიანს, ვისაც თქვენ გვერდით ყოფნა არ სურს?! ნუ დაელოდებით როდის გეტყვით, რომ გტოვებთ. სანამ ამას გეტყვით, აუცილებლად შენიშნავთ, რომ მას თქვენ გვერდით ყოფნა არ სურს.
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ვიღაცაზე გაბრაზებული იყოთ, ვიღაცისთვის სამაგიეროს გადახდაზე იფიქროთ, ან ეხვეწებოდეთ, რომ თქვენ გვერდით იყოს. ძალიან ბევრი თევზია ზღვაში, ამიტომაც მამაკაცი, რომელსაც თქვენთან ყოფნა არ სურს, უბრალოდ გაუშვით, ყოველგვარი სკანდალებისა და დრამების გარეშე.
ძლიერი ქალი არასოდეს ეხვეწება მამაკაცს მასთან ყოფნას. ის წავა იმ მომენტშივე, როცა შეამჩნევს, რომ აღარაა სასურველი.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მას თქვენ გვერდით ყოფნა აღარ სურს? გთავაზობთ ორ მთავარ ინდიკატორს:
1. ის არასოდეს ცდილობს თქვენ ნახვას - გაუსწორეთ რეალობას თვალი. თუ მამაკაცს თქვენი ნახვა უნდა, აუცილებლად გნახავთ. ეს ძალიან მარტივია. როცა მიზეზების ძებნას იწყებს, დროა ეს საგანგაშო მიზეზად მიიჩნიოთ და ცხოვრების შეცვლაზე იფიქროთ.
2. ისე იქცევა, რომ ხედავთ საერთოდ არ ადარდებთ - მამაკაცები ძალიან მარტივები არიან და მათი წაკითხვა რთული სულაც არ არის. უბრალოდ შეხედეთ მის ქმედებებს და სიმართლეს თავადვე დაინახავთ. თუ ის არ ზრუნავს თქვენზე, ეს პირდაპირ, სწორხაზოვნად, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე უნდა გაიგოთ. ასე იმიტომ იქცევა, რომ უბრალოდ არ ადარდებთ და რა თქმა უნდა, არც თქვენ უნდა იდარდოთ მასზე.
არის ისეთი სიტუაციებიც, როცა მამაკაცი ქალს შერიგებას სთხოვს, ეხვეწება და ამბობს, რომ განშორების შემდეგ გააანალიზა, რა დაკარგა. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს შერიგება მხოლოდ რომანებშია წარმატებული, რეალურ ცხოვრებაში კი, ასე არ ხდება.
ძლიერი ქალი არის იმ მამაკაცთან, რომელსაც საყვარელი ქალის დაკარგვა არ სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, თუ რა ძლიერ უყვარს ის.
თემები: სიყვარული, ქალები, თავისუფლება
<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია