18 ფოტო, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო 100 წლის განმავლობაში
- 24.05.2018
ცხოვრება ყოველ დღე იცვლება, ზოგი რამ წარსულში რეჩბა და იკარგება, ზოგი რამ ვითარდება. წლების გასვლასთან ერთად ცხოვრებაში უამრავი სიახლე ჩნდება. გთავაზობთ ფოტოებს, რომელთა საშუალებითაც კიდევ უფრო ნათლად დაინახავთ, როგორ შეიცვალა ცხოვრება 100 წლის განმავლობაში.
1. გადაადგილების საშუალებად ცხენს და ეტლებს იყენებდნენ და ევროპის ქუჩებში ასევე ნახავდით, თუ როგორ მიჰყავდა ცხენს ძვირადღირებული მანქანა.
თანამედროვე ქუჩები კი, ასეთია
2. ადრე არსებობდა თვითმფრინავის მსგავსი გამოგონება, რომელიც სახიფათო სათამაშო იყო ყველაზე გამბედავებისთვის.
დღეს კი, თანამედროვე ადამიანებს გვაქვს თვითმფრინავი, რომელიც კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა.
3. დარეკვა ასეთი ჯიხურებიდან იყო შესაძლებელი.
დღეს კი, სოციალური ქსელების საშუალებით შესაძლებელია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ესაუბრო ადამიანს, თან დაინახო, მოაწყო სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებთა ჩართულობით ონლაინ კონფერენცია.
4. ადამიანების ნაწილი ადრეულ ასაკში იღუპებოდა, მაგალითად ო’ჰენრი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა და საერთოდ, მიიჩნევდნენ, რომ როცა ადამიანი 50 წელს მიაღწევდა, ის უკვე მოხუცი იყო.
ჩვენ დროში ყველაფერი სხვაგვარადაა. ნამდვილი ცხოვრება 50 წლის შემდეგ იწყება.
5. აღმოაჩინეს პენიცილინი და ანტიბიოტიკების ერა დაიწყო.
დღეს კი, უკვე გენეტიკური ინჟინერიაა განვითარებული.
6. ელექტროობა ნიკოლა ტესლას სახიფათო სათამაშოდ ითვლებოდა.
დღეს კი, თანამედროვე ქალაქი ღამით ასე გამოიყურება.
7. ადამიანები იბანდნენ კვირაში ერთხელ და შამპუნის ნაცვლად ძმარს იყენებდნენ.
თანამედროვე ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაიბანოს ყოველ დღე და გამოიყენოს სხვადასხვა არომატის დასაბანი საშუალებები.
8. ძველად ადამიანების უმეტესობისთვის სამოგზაუროდ წასვლა უბრალოდ ოცნება იყო, ან ოცნებასაც ვერ გაბედავდნენ.
ახლა კი, შეგიძლიათ უბრალოდ ბილეთი შეიძინოთ და სასურველი მიმართულებით გაფრინდეთ
9. გრამაფონის გიგანტურ დისკზე უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ერთი სიმღერა იყო ჩაწერილი.
თანამედროვე ადამიანებს კი, შეგვიძლია პატარა მოწყობილობაში ყველა სასურველი სიმღერა ჩავწეროთ.
10. ნავთობპროდუქტები აფთიაქსა და მაღაზიაში იყიდებოდა და მას გათბობის საშუალებად იყენებდნენ.
თანამედროვე ეპოქაში კი, მზის ენერგია შეგვიძლია გამოვიყენოთ.
11. ეს ამერიკელი ბიზნესმენი, მსოფლიოს პირველი მილიარდერი, ჯონ როფელერია.
ამ ფოტოზე კი, ჩვენი დროის მილიარდერი რიჩარდ ბრენსონია და მის გარდა მსოფლიოს კიდევ 1809 მილიარდერი ჰყავს.
12. ბავშვების მუშაობა ადრე ნორმად ითვლებოდა, ხოლო განათლებისმიღება მხოლოდ მდიდრების შვილებს შეეძლოთ.
დღეს, საბედნიეროდ, ასე აღარ არის. ბავშვის მუშაობა აკრძალულია და განათლების მიღება ყველას შეუძლია.
13. ქალებს არ ჰქონდათ უფლება შიშველი სხეულის გამოჩენის, არც ზღვის სანაპიროზე.
ეს კი, თანამედროვე ქალია, ჩვეულებრივ საცურაო კოსტიუმში და ეს აღარავის აკვირვებს.
14. და ბოლოს, 100 წლის წინ
და ახლა...
თემები: ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, მსოფლიო, ადამიანები, ცვლილებები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია