როგორ ატარებენ წარმატებული ადამიანები შვებულებას - 12 წესი, რომლებსაც ისინი იცავენ
- 26.05.2018
1. პირველ რიგში, ისინი ადგენენ გეგმას, რომელსაც შვებულების დროს ითვალისწინებენ - წინასწარ გეგმავენ ყველა აქტივობას, რომლითაც სურთ, რომ შვებულების დროს დაკავდნენ. იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად დაისვენოთ და განიტვირთოთ აუცილებელია, რომ წინასწარ იცოდეთ როდის, სად და რა აქტივობით დაკავდებით.
2. წარმატებული ადამიანი შვებულების დაწყებამდე სამსახურში ყველანაირ საქმეს აგვარებს - შედეგად, დასვენების დროს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღარ არის და სამსახურზე ფიქრი აღარ უწევს. ის არ ტოვებს მოუგვარებელ საქმეებს.
3. ამავდროულად, შვებულების დაწყებამდე ის უტოვებს მეილებს სტრატეგიულ პარტნიორებს იმის შესახებ, თუ როდის დაბრუნდება შვებულებიდან და როდის იქნება საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა შესაძლებელი - ის აფრთხილებს პარტნიორებს, რომ ტელეფონზე და მეილზე პასუხს ვერ გასცემს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, რადგანაც შვებულებაშია.
4. და იწყება განტვირთვის პერიოდი - წარმატებული ადამიანი დღის განმავლობაში არაფერს აკეთებს, ეს ეხმარება განტვირთაში, ძალების აღდგენაში. სამუშაო კვირა დაძაბული და დატვირთულია. გვიწევს სტრესულ გარემოში მუშაობა, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ გამოვყოთ დრო უბრალოდ არაფრის კეთებისთვის.
5. ის ატარებს დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად - მუშაობის დროს რთულია კონცენტრირება მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, ახლა კი, საშუალება გაქვთ მათთან ერთად დროის გატარებით ისიამოვნოთ.
6. ისინი ვარჯიშობენ - წარმატებულმა ადამიანმა იცის, რომ ვარჯიში უმნიშვნელოვანესია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგრადობისთვის. ამიტომ მათ არ ეზარებათ შვებულების დროს ადრიანად ადგნენ და ივარჯიშონ.
7. ისინი კავდებიან სხვადასხვა მოხალისეობრივი საქმიანობით - ბევრი წარმატებული ადამიანი შვებულების დროს საქველმოქმედო საქმიანობაში ერთვება.
8. ისინი მიდიან გარეთ და დროს ბუნების წიაღში ატარებენ - შვებულება საუკეთესო დროა სუფთა ჰაერზე წასასვლელად, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. არ აქვს მნიშვნელობა იანვარია, თუ ივლისი, შვებულების დროს აუცილებლად უნდა გაატაროთ დიდი დრო სუფთა ჰაერზე, ლამაზ გარემოში.
9. ისინი გეგმავენ მოგზაურობას - მოგზაურობა სტრესისგან გათავისუფლებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. თუნდაც ეს ძალიან ახლო მანძილზე წასვლას გულისხმობდეს, ამ დროს იცვლით გარემოს, ხვდებით ახალ ადამიანებს და დადებითად მოქმედებს.
10. წარმატებული ადამიანები შვებულების დროს კავდებიან იმ აქტივობებით, რომლებიც ძალიან უყვართ - ეს შესანიშნავი დროა დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით, ჰობით. წაიკითხოთ წიგნი, რომლის წაკითხვასაც გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებდით, დახატოთ და ა.შ. უნდა გააკეთოთ ის საქმე, რომელიც გაბედნიერებთ.
11. ისინი არ ფიქრობენ სამსახურზე - არ იფიქროთ სამსახურზე შვებულების დროს, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაა. წარმატებული ადამიანები ახერხებენ და არ ფიქრობენ სამსახურზე შვებულების დროს და მთლიანად დასვენებაზე არიან კონცენტრირებულნი.
12. ისინი ცდილობენ ძალების აღდგენას - ამ თვალსაზრისით კი, ძილი უმნიშვნელოვანესია. სხვადასხვა აქტივობებთან ერთად აუცილებელია კარგი გამოძინებაც.
თემები: შვებულება, მოგზაურობა, ბედნიერება, ტრენდი
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>