LIFE

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

ფული რომ არასოდესაა საკმარისი ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი სიტუაციაა და დამატებით თანხის გამომუშავება არასოდესაა ცუდი იდეა. თუ მოინდომებთ, სამსახურის გარდა, სხვა შემოსავალიც შეგიძლიათ გქონდეთ. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელთა საშუალებითაც დამატებითი თანხის გამომუშავებას შეძლებთ.

1. შესთავაზეთ ბავშვის მოვლა, დატოვება თქვენი მეგობრის, ან მეზობლის ოჯახს - ეს საკმაოდ მომგებიანი საქმეა. შეგიძლიათ ბავშვი რამდენიმე საათით დაიტოვოთ და ამ საქმეში ფული აიღოთ. ამავდროულად, ეს საკმაოდ მხიარული საქმეა, ბავშვებთან ერთად თქვენც გაერთობით, ითამაშებთ, სახალისო აქტივობებით დაკავდებით და ამავდროულად, ფულს იშოვნით. შეგიძლიათ ყოველივე სერვისად აქციოთ და ჩამოაყალიბოთ სახლი, სადაც საქმიანი მშობლები რამდენიმე საათით ბავშვის დატოვებას შეძლებენ.

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

2. შეგიძლიათ შაბათ-კვირას დაიტოვოთ ცხოველები - ადამიანები ყოველთვის ეძებენ ადამიანს, რომელსაც თავიანთ საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს ანდობენ და როცა თვითონ სადმე დასასვენებლად წავლენ, მათ სანდო ადამიანთან დატოვებენ. თუ შესთავაზებთამ მომსახურებას, თქვენსაკმაო თანხას გამოიმუშავებთ. შესაძლოა, სახლიდან მუშაობთ, ან საერთოდ არ მუშაობთ, ამიტომაც ეს თქვენთვის შესანიშნავი იდეაა, გარდა იმისა, რომ დამატებით ფულს გამოიმუშავებთ, ამასთანავე ცხოველებთან ერთად მხიარულ დროს გაატარებთ. 

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

3. ვინმესთვის რაიმის სწავლება საუკეთესო არჩევანია დამატებით ფულის საშოვნელად - თუ ხართ მასწავლებელი, ან რაიმე კონკრეტულ საკითხში გაქვთ შესაბამისი განათლება, შეგიძლიათ იყოთ ტუტორი. სკოლის მოსწავლეებს, უმეტეს შემთხვევაში, დამატებით მეცადინეობა სჭირდებათ, ხოლო მშობლებს არ აქვთ დრო იმისთვის, რომ შვილები ამეცადინონ. როგორც წესი, ამ საქმით საკმაოდ დიდი თანხის შოვნაა შესაძლებელი. ასე რომ, სცადეთ თქვენც.

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

4. შეგიძლიათ იმუშაოთ თავისუფალ დროს მიმტანად - ეს საკმაოდ მოთხოვნადი საქმეა. თუ მოინდომებთ, მსგავს პოზიციაზე სამსახურის შოვნა არც ისე რთულია. შედეგად, დამატებით ფულს გამოიმუშავებთ.

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

5. შესაძლოა რაიმეს საკუთარი ხელით გაკეთების ნიჭი გაქვთ - მაგალითად, სამკაულის, ნამცხვრების, შეგიძლიათ მოქსოვოთ, ან შეკეროთ. თუ ასეა, საკუთარი ხელით დამზადებული პროდუქტი შეგიძლიათ ინტერნეტით გაყიდოთ. თავადვე დაადგინოთ ფასები. ასეთი ტიპის საქმიანობა კი, შესაძლოა, სამომავლოდ ნამდვილ ბიზნესადაც აქციოთ.

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

6. ზოგიერთ ადამიანს პირადი ასისტენტი სჭირდება, ადამიანი რომელიც მას დაუგეგმავს დღეს - რომელიც მოამარაგებს პროდუქტებით და სხვადასხვა სამუშაოს მის მაგივრად შეასრულებს. თუ დამატებით ფულის შოვნა გინდათ, მსგავსი სამსახური თქვენთვის იდეალურია და უარი არ უნდა თქვათ, თუკი შესაძლებლობა მოგეცემათ.

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

7. თუ რაიმე თანხა გაქვთ მოგროვებული, შეგიძლიათ რაიმე საქმეში ჩადოთ, საიდანაც დამატებით შემოსავალი გაგიჩნდებათ - გახდით მეწილე თუნდაც მცირე ბიზნესის, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ ისე, რომ თქვენ არაფრის გაკეთება არ დაგჭირდებათ.

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

8. შეგიძლიათ მეზობლის, ან ვინმე სხვა ოჯახის საშინაო საქმეების მომგვარებელი გახდეთ - მაგალითად დაულაგოთ სახლი, მოუმზადოთ საჭმელი და ამით დამატებით თანხა გამოიმუშაოთ.

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს

9. შეგიძლიათ იმუშაოთ სუპერმარკეტში კონსულტანტად ნახევარ განაკვეთზე - ეს არის საქმე, რომელზეც შედარებით დიდი მოთხოვნაა და თუ დამატებით შემოსავალი გინდათ, არ უნდა თქვათ უარი.

როგორ უნდა გამოიმუშაოთ დამატებით ფული? – 9 რჩევა გოგონებს



<a href="https://money.allwomenstalk.com">https://money.allwomenstalk.com</a>