LIFE

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

მილიონერი სტივ სიბოლდი ამბობს, რომ ყველა ადამიანს გამდიდრების თანაბარი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ყველა ვერ იყენებს ამ შესაძლებლობებს.

ვნახოთ 10 რამ, რაც მიუთითებს, რომ გამდიდრებას ვერასოდეს შეძლებთ.

1. მუშაობთ ბევრს, მაგრამ არ მუშაობთ ჭკვიანურად - „სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ბევრი მუშაობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, მაგრამ რეალურად, ასე არ არის“, - ამბობს ფინანსური მრჩეველი რიკ ედელმანი. მისი თქმით, თუ ჭკვიანურად არ შრომობთ ვერაფერს მიაღწევთ იმიტომ, რომ გამდიდრებისთვის მხოლოდ მუშაობა არ კმარა. უნდა იცოდეთ, როგორ გადაანაწილოთ ნაშოვნი თანხა, რა საქმეში ჩადოთ და ა,შ. წარმატების მისაღწევად ჭკვიანურად მუშაობაა საჭირო.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

2. ძირითად აქცენტს ფულის დაგროვებაზე აკეთებთ და არ ფიქრობთ მის დაბანდებაზე - ასეთი ქმედებით ვერაფერს მიაღწევთ. მდიდრდება მხოლოდ ის, ვინც ფულს საქმეში ჭკვიანურად დააბანდებს. შესაძლოა ფიქრობთ, რომ თუ ფულს შეინახავთ, გამდიდრდებით, მაგრამ სწორედ აქ უშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას. რა თქმა უნდა, დანაზოგი უნდა გქონდეთ, მაგრამ მთლიანად ფულის დაზოგვაზე არ უნდა კონცენტრირდეთ.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

3. ყიდულობთ ისეთ საგნებს, რომლებიც სრულებით არ გჭირდებათ - უნდა იყიდოთ ის ნივთები, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ და ფული არ უნდა დახარჯოთ გაუაზრებლად. რატომ უნდა იყიდოთ, დავუშვათ კაბა, რომელსაც არასოდეს ჩაიცვამთ?! „მე არ ვიყიდე არც მდიდრული საათი და არც მანქანა, სანამ ჩემმა ბიზნესმადიდი შემოსავალი არ მომიტანა“, - ამბობს მილიონერი გრანტ ქერდონი. „მეისევ Toyota Camry-თ დავდიოდი, თუმცა უკვე მილიონერი ვიყავი“, - ამბობს ის.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

4. საკუთარი საქმის წამოწყებას ამჯობინებთ, რომ ხელფასი გადაგიხადონ - გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ის ადამიანები მდიდრდებიან, რომლებიც სხვა კომპანიებისთვის მუშაობაზე უარს ამბობენ და საკუთარ საქმეს იწყებენ.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

5. არასოდეს ახორციელებთ ინვესტიციას - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ფულის შოვნის რაიმე საქმეში თანხის ინვესტირებაა და რაც უფრო ადრეულ წლებში დაიწყებთ ამას, უფრო წარმატებულები იქნებით.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

6. ცხოვრობთ ვიღაცის ოცნებების და არა საკუთარი ოცნებებისთვის - თუ გინდათ, რომ წარმატებულები იყოთ, უნდა გიყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ. წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ საქმის სიყვარული განაპირობებს. ბევრი ადამიანი შცდომას უშვებს როცა სამსახურს სხვისი ოცნებების მიხედვით ირჩევს.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

მაგალითად, მშობლების ოცნების მიხედვით. ხართ იურისტი, რადგანაც მშობლებს უნდოდათ ასე, თუმცა ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდით. ევრ იქნებით წარმატებული და ვერასოდეს გამდიდრდებით. ადამიანი, რომელიც სხვის ოცნებებსა და მიზნებს მიჰყვება კარგავს მოტივაციას, საკუთარი თავის რწმენას, მას არ აბედნიერებს საკუთარი საქმე.

7. იშვიათად ტოვებთ კომფორტის ზონას - თუ გინდათ, რომ გამდიდრდეთ, იყოთ წარმატებულები,აუცილებელია, რომ დატოვოთ კომფორტის ზონა. მართალია, შესაძლოა, დასაწყისში თავი ცუდად იგრძნოთ, დისკომფორტმა შეგაწუხოთ, მაგრამ გვენდეთ, რომ ნამდვილად ღირს ყოველივე. სწორედ აქედან იწყება თქვენი მთავარი წარმატება. მილიონერი სიბოლდი ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ასევე უმნიშვნელოვანესია წარუმატებლობის შიშის დამარცხება.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

8. გაქვთ ფული, თუმცა არ გაქვთ მიზანი და არ იცით, როგორ უნდა გამოიყენოთ ის - რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ძალიან მაღალია იმის შანსი, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით. გაცილებით მარტივად გამდიდრდებით და მიაღწევთ წარმატებას, თუ მკაფიო მიზანი გექნებათ, თუ გეცოდინებათ რისი მიღწევა გსურთ. მთავარი მიზეზი იმის, რის გამოც ადამიანები წარმატებას ვერ აღწევენ, არის ის, რომ მათ უბრალოდ არ იციან რა სურთ.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

9. მფლანგველი ხართ და მხოლოდ იმ თანხას ინახავთ, რაც საყიდლებიდან დაბრუნებულს გრჩებათ - ასეთი ქმედებითაც მიზერულია თქვენი გამდიდრების შანსი. ჯერ გადადეთ გარკვეული თანხა და საყიდლებზე შემდეგ წადით. თავადვე დარწმუნდებით ფულის დაზოგვის ეს მეთოდი როგორი ეფექტურია. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ დანაზოგი აუცილებლად რაიმე ბიზნესში ჩადოთ.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

10. დარწმუნებული ხართ, რომ მდიდარი ვერასოდეს გახდებით - საშუალო ადამიანს სჯერა, რომ გამდიდრებას ვერასოდეს შეძლებს, რომეს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვისაა შესაძლებელი, თუმცა სიმართლე ის არის, რომ აბსოლუტურად ყველას შეუძლია გამდიდრება. მთავარია სურვილი, ჭკვიანურად მუშაობა და საკუთარი თავის რწმენა.

10 ნიშანი იმისა, რომ ვერასოდეს გამდიდრდებით

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რატომ არ შეიძლება რომ მეც ვიყო მდიდარი?“, შემდგ კი დაიწყეთ დიდ გეგმებზე ფიქრი, დაუსახეთ საკუთარ თავს დიდი მიზნები. მდიდარ ადამიანებს ყოველთვის დიდი მოლოდინები აქვთ.

რატომაც არა, შენ შეგიძლია იშოვნო 1 მილიონი და უფრო მეტიც.



<a href="http://www.businessinsider.com/">http://www.businessinsider.com/</a>