LIFE

"ლუტეცია" მომხმარებელს "კლინიკის" პროდუქციის სრულ სპექტრზე ფასდაკლებას სთავაზობს

"ლუტეცია" მომხმარებელს "კლინიკის" პროდუქციის სრულ სპექტრზე ფასდაკლებას სთავაზობს

საჩუქარი კლინიკისა და ლუტეციას მომხმარებლებს.

1 და 2 ივნისს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ლუტეცია გთავაზობთ -30%-იან ფასდაკლებას კლინიკის სრულ სპექტრზე და საჩუქარს ყოველ შენაძენზე.

Clinique მსოფლიოში ცნობილი დერმატოლოგების მიერ შექმნილი ბრენდია.

და რადგან, დერმატოლოგებს ყველაზე უკეთ „ესმით„ სახის კანის, კლინიკსაც ისე როგორც არცერთ სხვა ბრენდს, აქვს უამრავი ხაზი, რომლებიც კონკრეტულ კანის პრობლემებსა თუ მოთხოვნებს ითვალისწინებს.

ჰიპერპიგმენტაცია, აკნე და მაღალი მგრძნობელობა ან რეაქტიულობა - ეს ის კანის პრობლემებია, რომელიც დერმატოლოგების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა.

სწორედ ამიტომ, კლინიკს ყველაზე უკეთ შეუძლია გადაწყვიტოს ჩამოთვლილი პრობლემები თავისი ინოვაციური ხაზების მეშვეობით.

მაგალითად:

Even better - ხაზი პიგმენტაციის და ჰიპერპიგმენტაციის საწინააღმდეგოდ, სადაც შედის დამატენიანებელი, შრატი და ტონალურიც კი.

საშუალებები, რომელიც კონკრეტულად პიგმენტაციის კორექციისა და პრევენციისთვის გამოიყენება.

აქვე, შეუძლებელია არ აღინიშნოს აკნეს საწინააღმდეგო ხაზიც, რადგან დღეს მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ამის პრობლემა.

Anti blemish-ის ხაზი, რომელიც გვთავაზობს ყველაფერს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მოსაგვარებლად.

Anti blemish-ის ამ კონკრეტულ ხაზში შედის აკნეს სამკურნალო მოვლის საშუალებების მთელი სპექტრი და სპეციფიური ტონალური და პუდრიც, რომლებიც ხელს უწყობს კონკრეტული პრობლემის მოგვარებას.

გარდა ამისა, კლინიკს გააჩნია დამატენიანებელი, ახალგაზრდული იერის შემანარჩუნებელი და გამამკვრივებელი ხაზები, ასევე სახის ფერის და ტონის გასაუმჯობესებელი მოვლის საშუალებები, ჰიპოალერგიული დეკორატიული კოსმეტიკა, მამაკაცის კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერიაც კი.

და ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ „ფერადი„ მოვლის პროდუქტებისგან შექმნილი Pep Start, რომელიც გამოირჩევა უნიკალური თვისებებით და ძალიან ხელმისაწვდომი ფასებით. ხაზი, რომელსაც არ აქვს ასაკი და და ხაზი, რომელმაც გამოჩენისთანავე წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.