LIFE

რა დაინახეთ ფოტოზე პირველად? - გაიგეთ, ხართ თუ არა ინტელექტუალი და რა არის თქვენი მთავარი შინაგანი ძალა

რა დაინახეთ ფოტოზე პირველად? - გაიგეთ, ხართ თუ არა ინტელექტუალი და რა არის თქვენი მთავარი შინაგანი ძალა

შეხედეთ ფოტოს. რა დაინახეთ მასზე პირველივე წამს? იპოვნეთ შესაბამისი პასუხი და გაიგეთ, რა არის თქვენი მთავარი შინაგანი ძალა.

1. პატარა გოგონა - თუ ფოტოს შეხედვისთანავე პატარა გოგონა შენიშნეთ, ეს ნიშნავს რომ უნიკალური უნარი გაქვთ კომფორტული ცხოვრების შექმნის, ცხოვრების გამარტივების. ახალგაზრდული სული გაქვთ, ხართ მებრძოლი და დიდი შინაგანი ძალით გამოირჩევი. არ გჩვევიათ დანებება.

მარტივად მიდიხართ რისკზე, ხართ მეამბოხე და იბრძვით იდეებისთვის. არაფრის არ გეშინიათ. როცა ხართ ისეთ სიტუაციაში, რომელიც სხვებს აშინებს, თქვენ ამ დროს შიში კი არ გიპყრობთ, არამედ გამოსავალს ეძებთ. ოპტიმიზმით ხართ სავსე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, თქვენი სული მუდამ ახალგაზრდაა.

2. თუ ფოტოზე პირველად თავის ქალა შენიშნეთ - ეს თქვენს განსაკუთრებულ ინტელექტზე მიუთითებს. ნიშნავს რომ ჭკვიანი ხართ, გინიერი. ხართ ადამიანი, რომელიც სირთულეებიდან მახვილგონივრულ გამოსავალს პოულობს. ლიტერატურასა და ხელოვნებაში თავის ქალა გონების ძალას მიუთითებს. არ არსებობს ისეთი სიტუაცია, საიდანაც სწორედ ამ გამორჩეული გონებისა და აზროვნების წყალობით გამოსავალს ვერ იპოვნით.

ინტელექტი გაცილებით მეტია, ვიდრე წიგნების კითხვით მიღებული ცოდნა, ინტელექტია ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარიც. ინტელექტი მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებას არ ნიშნავს. თქვენ ხართ ინტელექტუალი, ანუ ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწრაფად დაიმახსოვროს ინფორმაცია, გადაამუშაოს, გაანალიზოს, გამოიყენოს და იპოვნოს მარტივი გამოსავალი რთული სიტუაციებიდან.

3. თუ ფოტოზე პირველად ბუნება, ხედი დაინახეთ - ფოტოზე მისტიკური, ბნელი ტყეა აღბეჭდილი. ეს მიუთითებს, რომ გიზიდავთ იდუმალი სამყარო და უშიშარი ადამიანი ხართ. არაფრის შიში არ გაქვთ. ის, რაც სხვებს აშინებს, თქვენთვის ინტერესის სფეროა. თქვენი მთავარი შინაგანი ძალა არის ის, რომ მთლიანად ენდობით ინსტინქტებს.

მოგწონთ ისეთი სიტუაციები და ისეთი ადგილები, რომლებიც ადამიანების უმეტესობას პანიკაში აგდებს. ტყეში დაიკარგეთ? ეს არ შეგაშინებთ, პირიქით ეს თქვენთვის საინტერესო თავგადასავალი იქნება და დამოუკიდებლად იპოვნით ტყიდან გასასვლელ ბილიკს. როცა რთული პერიოდი გაქვთ გამოსავალს მარტივად პოულობთ, მაგრამ ამისთვის სიტუაციას კი არ აანალიზებთ და სწორი გზის პოვნაზე კი არ ფიქრობთ, უბრალოდ, ენდობით ინსტინქტებს, ინტუიციას, რომელიც არასოდეს გატყუებთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწორი დროის შერჩევა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>