ესპანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ჰყავს. ბუნებრივი,ა ეს ამბავი მნიშვნელოვანია და მთელი მსოფლიოს მედიის ინტერესის სფერო გახლავთ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პედრო მხოლოდ პოლიტიკური ამბების ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა არ გახლავთ. ის სხვადასხვა მოდური და გლამურული გამოცემების ინტერესის ობიექტიც გახდა.

მოდური გამოცემების ინტერესი პედრომ მომხიბვლელი ვიზუალის გამო გამოიწვია.

გამოცემა Elle წერს, რომ ასეთი სექსუალური ლიდერი არათუ ესპანეთს, არამედ მსოფლიოს სხვა არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია.

„პედრო სანჩესი ზღაპრიდან გადმოსულ პრინცს ჰგავს. მას ძალიან მოუხდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავობა და ვფიქრობთ, საოცრად წარმატებული მოდელი იქნებოდა“, - წერს „ელეს“ ჟურნალისტი.

გამოცემა The Australian პედროს „მისტერ მომხიბვლელობას“ უწოდებს.

ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სოციალისტური მუშათა პარტიის წარმომადგენელია. ის 1972 წელს, მადრიდში, მდიდარ ოჯახში დაიბადა. პედროს მამა ბიზნესმენია, ხოლო დედა სამოქალაქო აქტივობებითაა დაკავებული.

მან უნივერსიტეტი მადრიდში დაამთავრა, ხოლო მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის ეკონომიკის საკითხებში ბელგიაში მიიღო. სანჩესი ესპანურის გარდა საუბრობს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. როგორც ცნობილია, ის ათეისტია.

2015 წლის ნოემბერში პედრომ მოდელობაც სცადა. კონკრეტულად კი, Harper’s Bazaar-ის ესპანური გამოცემისთვის გადაიღო ფოტოები ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდური გამოცემის გარეკანზეც მოხვდა.

პედროს ცოლი ბეგონია გომესია, რომელიც ერთ-ერთი ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის წვეულებაზე გაიცნო. 2005 წელს გოგონა შეეძინათ. ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. მათ მალე მეორე გოგონაც შეეძინათ.

არავინ იცის, როგორი პოლიტიკოსი იქნება მომხიბვლელი პედრო, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარეგნობის წყალობით არაერთი გულშემატკივარი შეიძინა და ადამიანები მის გამო სოციალისტური იდეებითაც კი დაინტერესდნენ.