LIFE

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

წარმატება ყველას სხვადასხვანაირად გვესმის და მისკენ მიმავალი გზა და საშუალებებიც ყველას სხვადასხვანაირი გვაქვს. ერთი რამ კი ყველას გვაერთიანებს – წარმატების მისაღწევად, როგორადაც არ უნდა გვესახებოდეს ის, გვჭირდება მიზანდასახულობა, მოთმინება, შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა და თავდაჯერებულობა.

გზა, რომლის გავლაც სასურველ მიზნამდე გვიწევს, „ია-ვარდით მოფენილი“ მართლაც არ არის და ბევრს არც იმის სჯერა, რომ „კენწეროში გატკბილდების“. ის, რომ მიზნის მიღწევა, მწვერვალების დაპყრობა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება შესაძლებელია, ილუზია ნამდვილად არ არის. არც იმის ილუზია უნდა შევიქმნათ, რომ რაღაცის მიღწევა მარტივია. ხშირად ეჭვები გვღრღნის, რომ მარცხს განვიცდით; რომ ვერ შევძლებთ; რომ წარმოდგენა არ გვაქვს, სად მიგვიყვანს ჩვენი ძალისხმევა და გზა, რომელსაც დავადექით. თუმცა, იმის რწმენა, რომ ჩვენი ყოველდღიური გასაკეთებლის მაქსიმალურად გაკეთების შემთხვევაში დანიშნულების ადგილამდე მივალთ, აუცილებელია.

სასურველია, ვიცოდეთ იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად გადავაწყდებით და რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი მცდელობები უშედეგოა:

1. წარმატება ერთ ღამეში არ მიიღწევა

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

წარმატება მოკლე დროში არ მიიღწევა, ზოგჯერ მის მისაღწევად წლებია საჭირო. ალბათ, ინტერნეტში არაერთხელ წაგიკითხავთ სტატია ან ბლოგი, რომელშიც ირწმუნებიან, რომ წარმატებისთვის ძალიან ცოტა დრო დასჭირდათ. მსგავსი ტექსტების ავტორები თხზავენ ჯადოსნურ ისტორიებს, მათ სიტყვებს აქვს ძალა, დაგვარწმუნონ არარეალურსა და თითქმის შეუძლებელში. რეალურ ცხოვრებაში კი სასურველი შედეგის მიღწევას წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. იარსებებს უამრავი დამღლელი და მოსაწყენი დღეც, თუმცა, შედეგი ამად ღირს!

2. შეეჭიდე დიდ იდეებს

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

ხანდახან გვგონია, რომ ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან გამუდმებით, ყოველ ჯერზე წარუმატებლობას განვიცდით. გვეჩვენება, რომ ყველაფერი საინტერესო არა ჩვენს ცხოვრებაში, არამედ სადღაც, ჩვენგან შორს, სხვა ადგილას ხდება და ეს განცდა გვტანჯავს. გეთანხმებით, რთულია და მეტიც, ზოგჯერ დასასრულიც არ უჩანს. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყველაფერი პრიორიტეტული არ არის. უმჯობესია, ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე კონცენტრირდე, ვიდრე ყველაფერს მიედ-მოედო და საკუთარი თავი ვერაფერში წარმოაჩინო სათანადოდ. ნამდვილ წარმატებას აღწევს ის, ვინც ერთ დიდ იდეაზეა ორიენტირებული და მას ახორციელებს.

3. წარმატება არის მარცხით სავსე გზა

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

თუ დაეცი, გამოდის, სწორ გზას ადგახარ. არასწორი საქმის კეთება, საერთოდ არაფრის კეთებას ნიშნავს, რომელსაც, შესაბამისად, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მიზნის მიღწევისას შეძლებ, განსაზღვრო, რამდენად გრძელი გზა გაიარე და რამდენჯერ განიცადე მარცხი, თუმცა აქედანვე მოემზადე, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარუმატებლობა მრავლად იქნება.

4. ნუ შეადარებ თავს სხვა ადამიანებს

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი თავის სხვებთან შედარება დაგანგრევთ. ნურც იმას იფიქრებთ, რომ აუცილებელია, თავმდაბალი იყოთ. არსებობს საფრთხე, რომ თავმდაბლობა ხელს შეუშლის თქვენს წარმატებას თითქმის ნებისმიერ საქმეში. ყველა ჩვენგანს წარმატებამდე ინდივიდუალური გზა გვაქვს გასავლელი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჰგავს ჩვენი გზები სხვებისას, იკვეთება თუ არა ისინი. ყველა ადამიანის გამოცდილება გამოიყენეთ ინსპირაციისთვის, თუმცა გაათავისუფლეთ საკუთარი თავი შედარებებისგან.

5. უამრავი დრო გაქვს – არასოდეს არის გვიანი

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

ერთ-ერთი ყველაზე დიდი კედელი, რომელსაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვაშენებთ, ჩვენი არასწორი ფიქრებია. მიზეზად ყოველთვის ვასახელებთ, რომ რაღაცის გაკეთება და სიახლე ჩვენთვის დაგვიანებულია. არსებობს კი საერთოდ მსგავს საკითხებში მკაცრი შეზღუდვა? წარმატებას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. ასაკობრივი ზღვარი არ უნდა აღმოჩნდეს წინააღმდეგობა, თუ რაიმეს გაკეთება ნამდვილად გსურთ. მთავარია, გქონდეთ მიზნები – დრო მათ განსახორციელებლად ბევრი გაქვთ.

6. შეგიძლია, დანებდე

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

მთავარია, დარწმუნდეთ, რომ ეს არ იყო ბოლო შანსი, რომელიც ხელიდან გაუშვით. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ, მოძებნოთ ახალი მიდგომები და პერსპექტივები, რომლებიც რეალურად იმუშავებს და კვლავ განაგრძეთ მიზნისკენ სვლა. წარმატება თოვლის ფანტელები არ არის, ციდან რომ ცვიოდეს. თქვენ გჭირდებათ დრო და სწორი სტრატეგიები. ამიტომ სრული უფლება გაქვთ, დანებდეთ, იპოვოთ უკეთესი გამოსავალი და ახალი მიდგომებით დაიწყოთ მიზნების განხორციელება.

7. შეიძლება, ნიჭიერი ადამიანები იბადებიან, მაგრამ არა განსაკუთრებულები

სირთულეებით სავსე გზა – წარმატებისკენ მიმავალი გზა

გინდა, გაიგო, რას ნიშნავს, იყო განსაკუთრებული? განსაკუთრებული ხარ მაშინ, როცა წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობ, თუმცა არ გაქვს არანაირი გარანტია, როგორ შედეგს მიაღწევ. ადამიანები, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ აპლიკაციებს მილიონობით ადამიანისთვის, ადამიანები, რომლებიც წერენ შესანიშნავ წიგნებს, ჩემზე და თქვენზე ჭკვიანები ნამდვილად არ არიან. ისინი, უბრალოდ, ჩვენზე მტკიცენი და ნებისყოფიანები არიან, არ არ ღალატობენ პრინციპებს და ყველაფერს აკეთებენ სასურველი შედეგის მისაღებად.



წყარო:&nbsp;<a href="https://medium.com/100-naked-words/letter-24-the-road-to-success-is-dangerous-here-are-7-traps-to-avoid-494ef267148a#.uhy9bv79y" target="_blank">medium.com</a>