LIFE

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

ქალები რომ მამაკაცებზე უფრო მეტად ემოციურები არიან, ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული. ქალებს სჩვევიათ ემოციების გამოხატვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცებს ემოციები არ აქვთ და არასოდეს ტირიან.

სენტიმენტები მამაკაცებსაც აქვთ და მათი ცრემლები არ უნდა გაგიკვირდეთ. ვნახოთ, იმ ფილმებიც ჩამონათვალი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან.

1. „ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე“/Hachi: A Dog’s Tale - ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს პროფესორზე, რომელიც სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ლეკვს იპოვნის და სახლში წაიყვანს. აქ ძაღლისა და ადამიანის მეგობრობის საოცარი ამბავია აღწერილი, ამბავი, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერავინ ნახავს.

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

2. “კაკუნი სამოთხის კარზე“/Knockin’ on Heaven’s Door - ფილმი, რომელიც ყველამ იცით. ორი პაციენტის ისტორია, რომლებსაც ექიმები ყველაზე ცუდ დიაგნოზს დაუსვამენ - სიკვდილი გარდაუვალია. ისინი გაიქცევიან კლინიკიდან და ზღვის სანახვად მიდიან. გზად ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი გადახდებათ, თუმცა ფინალი ძალიან სევდიანია. 

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

3. „მწვანე მილი“/The Green Mile - ფილმი სტივენ კინგის ამავე სახლეწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ის მოგვითხრობს პოლ ეჯკომბის შესახე. პოლი არის ადამიანი, რომელიც სიკვდილმისჯილ პატიმრებს უკანასკნელ გზაზე აცილებს და ერთხელაც მას უნიკალურ მოვლენასთან მიეცემა საქმე. „მწვანე მილი“ კინგის რომანის საუკეთესო ეკრანული ადაპტაციაა. 

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

4. „მე მქვია ხანი“/My Name is Khan - ინდური ფილმები, როგორც წესი, ცეკვებითა და სიმღერებითაა სავსე, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული ინდური ფილმია. ამაღელვებელი ფილმი მოგვითხრობს რიზვან ხანის შესახებ, რომელიც ასპერგერის სინდრომით არის დაავადებული. ის ამერიკაში მიდის თავისი სიყვარულის დასაბრუნებლად, რომელმაც ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მიატოვა. მოგზაურობის დროს ხანი თავისი სიკეთის წყალობით ბევრ ადამიანს შეაყვარებს თავს. 

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

5. „შინდლერის სია“/Schindler’s List - ფილმში მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და ოსკარ შინდლერის ამბავია აღწერილი, რომელსაც შეუძლებელია ვინმემ ცრემლების გარეშე უყუროს. 

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

6. „აქ იყო რორო’ში“/Rory O’Shea Was Here - ცერებრალური დამბლით დაავადებული მაიკლი შშმ პირებისთვის განკუთვნილ სავარძელსაა მიჯაჭვული. ის კიდევ ერთ შშმ პირს გაიცნობს, რომელიც ასწავლის, თუ როგორ უნდა დატკბეს ცხოვრებით, მიუხედავად ყველაფრისა.

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

7. „ცხოვრება მშვენიერია“/Life is Beautiful - მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელ მამა-შვილს საკონცენტრაციო ბანაკში გზავნიან. ფილმში აღწერილია მამის მცდელობა დაიცვას შვილი საფრთხისგან. ის შვილს ეუბნება, რომ ყველაფერი რაც ხდება, თამაშია და რომ გამარჯვებულისვის საჩუქარი ნამდვილი ტანკი იქნება. ბიჭს სჯერა იმის, რასაც მამა ეუბნება და იმ უნარებს გამოიმუშავებს, რაც გადარჩენაში ეხმარება. ფილმი აჩვენებს სიკეთისა და სიყვარულის ძალას. ის ერთდროულად აგატირებთ და ღიმილსაც მოგგვრით. 

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

8. „შვიდი სიცოცხლე“/Seven Pounds - ბენ ტომასი ვერ ივიწყებს ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათ შორის მისი საცოლეც. ბენი საჭეს თავად მართავდა და ამიტომ, მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებს. ის პოულობს გზას წარსულის შეცდომის გამოსასწორებლად. ის გადაწყვეტს, რომ თავისი ორგანოები გაიღოს ადამიანებისთვის და ამით მათი სიცოცხლე გადაარჩინოს. გამორიცხულია ამ ფილმის ნახვა ემოციებისა და ცრემლების გარეშე. 

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

9. „გოგონა მილიონ დოლარად“/Million Dollar Baby - მეგი ბოქსიორის კარიერაზე ოცნებობს, მას ჩემპიონობა სურს, რაშიც ფრენკ დანის დახმარება სჭირდება. ფილმში აღწერილია, თუ რა გზის გავლა უწევს ადამიანს წარმატების მისაღწევად, როგორი შინაგანი ბრძოლები უნდა გადალახოს მან. 

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან

10. „გლადიატორი“/Gladiator - ფილმი მოგვითხრობს ძალაუფლებისთვის ბრძოლის ამბავს. ამ ბრძოლას რომაელი გენერლის, მაქსიმუსის ცოლი და ვაჟი შეეწირნენ. ის ტოვებს სამშობლოს, მაგრამ შურის საძიებლად უკან ბრუნდება. რასელ ქროუმ სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლით დაიპყრო მილიონობით ადამიანის გული.

10 ფილმი, რომლებზეც მამაკაცებიც ტირიან



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>