LIFE

რომელია თქვენი პეპელა დაბადების თვის მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

რომელია თქვენი პეპელა დაბადების თვის მიხედვით და რაზე მეტყველებს ის?

სხვადასხვა კულტურებში პეპელა ადამიანის სულთანაა დაკავშირებული. მიიჩნევენ, რომ ბუნების ეს სილამაზე ადამიანის ცხოვრებას ასახავს, რომ პეპელა არის ცხოვრების, ცვლილებისდა იმედის სიმბოლო.

ფოტოზე მოცემულია 12 პეპელა, რომელიც წელიწადის 12 თვეს შეესაბამება. იპოვეთ, რომელია თქვენი პეპელა და შემდეგ ნახეთ, რაზე მიუთითებს ის.

1. იანვარი - განსაკუთრებული უნარი გაქვთ ადამიანების მოსმენის, სწორედ ამიტომ, თქვენთან ურთიერთობა ყველას სურს, საუკეთესო მსმენელი ხართ და ადამიანების პრობლემების გაზიარება შეგიძლიათ. ადამიანებმა იციან, რომ თქვენი დახმარების იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. ხართ დამოუკიდებელი და თქვენთვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია. ხართ ოპტიმისტი, ცხოვრებას, მომავალს პოზიტიურად უყურებთ. ხართ მომხივლელი და განსაკუთრებული ქარიზმით გამოირჩევით. 

2. თებერვალი - თავდაჯერებული ადამიანი ხართ, ლიდერის თვისებებით. ადამიანების მართვის განსაკუთრებული უნარი გაქვთ. გიყვართ ცხოვრებით ტკბობა და ყოველი წამისგან სიამოვნების მიღება. 

3. მარტი - მებრძოლი ხართ და არასოდეს ნებდებით. ეს თქვენი საუკეთესო მახასიათებელია. ცდილობთ ყველაფერში საუკეთესო იყოთ, საუკეთესო შედეგი აჩვენოთ. ძლიერი ინტუიციით გამოირჩევით. გჯერათ, რომ სამყაროში ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება. 

4. აპრილი - ემოციური ადამიანი ხართ და მარტივი, ჩვეულებრივი საკითხებიც კი ძალიან გაღელვებთ. ადამიანებს თქვენში ყველაზე მეტად ის ხიბლავთ, რომ მზრუნველი ხასიათით გამოირჩევით. მშვიდობისმოყვარე და პოზიტიური ნატურა ხართ. გაურბიხართ კონფლიქტებს.

5. მაისი - ადამიანებს მარტივად არ უხალოვდებით, ყველასთან გარკვეული ბარიერი გავქთ და გიჭირთ ვინმეს ნდობა, თუმცა მისთვის, ვინც თქვენი ნდობით სარგებლობს, საუკეთესო მხარდამჭერი, მეგობარი და პარტნიორი ხართ. თქვენთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოირჩევით პრაქტიკული აზროვნების უნარით.

6. ივნისი - ყოველთვის ცდილობთ კონფლიქტს, ჩხუბს თავი აარიდოთ. თქვენი გული მხოლოდ სიყვარულითა და სითბოთია სავსე. არ შეგიძლიათ ვინმეს სიძულვილი. გჯერათ, რომ სამყაროს შეცვლის ძალა გაქვთ. თუ ვინმე ერთი სიტყვით შეეცდებოდა თქვენს დახასიათებას, ეს სიტყვა აუცილებლად იქნებოდა - „შესანიშნავი“. ოქროს გული გაქვთ. 

7. ივლისი - მამაცი ბუნებით გამოირჩევით. არ გეშინიათ სირთულეების, ხართ ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი. ადამიანებს პატივს სცემთ, მაგრამ ვერ გაჩერდებით იქ, სადაც ხედავთ, რომ რაღაც ცუდი ხდება. დაუღალავად იბრძვით უსამართლობის წინააღდეგ.

8. აგვისტო - პატიოსნება ყველა საქმეში არის თქვენი მთავარი მახასიათებელი. არ გიჭირთ შეცდომის აღიარება. იცით, რომ შეცდომების გარეშე უბრალოდ ცხოვრება წარმოუდგენელია. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

9. სექტემბერი - წარმოსახვის საოცარი უნარით გამოირჩევით. ყველასა და ყველაფრის მიმართ კითხვები გაქვთ და ამ კითხვებს ღიად სვამთ. დეტალებზე ხართ ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, მარტივად პოულობთ სრთული სიტუაციებიდან გამოსავალს. გამოირჩევით ლიდერის თვისებებით.

10. ოქტომბერი - ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეგიძლიათ. თქვეთვის არ არსებობს დაუძლეველი წინააღმდეგობა. ადამიანები ხშირად მოგმართავენ დახმარების თხოვნით, მათ სურთ, რომ პრობლემებიდან გამოსავალი აპოვნინოთ. სხვებისთვის შთაგონების წყარო ხდებით. 

11. ნოემბერი - თქვენს თავში მუდამ ახალი და საოცარი იდეებია. გიყვართ ინფორმაციების მოძიება. ყველაფერი გაინტერსებთ. არ არსებობს სფერო, რომლის მიმართაც ინტერესი არ გაქვთ. მუდამ ახლის ძიებაში ხართ და ამით სიამოვნებას იღებთ. საკუთარი სამყარო გაქვთ და ამ სამყაროში ძალიან ბედნიერად ცხოვრობთ. 

12. დეკემბერი - ძალიან მგრძნობიარე და ამავდროულად, ძალიან ამბიციური ადამიანი ხართ. არ გეშინიათ გრძნობების გამოხატვის, არ გეშინიათ შეცდომების აღიარების. სწორედ ამიტომ, გარშემომყოფებს ძალიან უყვარხართ.



<a href="gottadotherightthing.com">gottadotherightthing.com</a>