LIFE

როგორ გამოიყურებიან სერიალ „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავები წლების შემდეგ

როგორ გამოიყურებიან სერიალ „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავები წლების შემდეგ

ჰალიტ ერგენჩი, 48 წლის

BO-1 Multipic:

მსახიობი, რომელიც მოსიყვარულე სულთანს თამაშობს, რეალურ ცხოვრებაში ორჯერ იყო დაქორწინებული. ახლა ჰალიტი თავის მეორე ცოლთან, 35 წლის მსახიობთან ბერგიუზარ კორელთან ერთად ვაჟს ზრდის. ერგენჩი და კორელი ერთად თამაშობდნენ „დიდებულ საუკუნესა“, და „ათას ერთი ღამეში“. სხვათა შორის, ჰალიტი ასევე კარგად მღერის და ცეკვავს.

მერიემ უზერლი, 34 წლის

BO-2 Multipic:

სერიალში მსახიობმა სლავი ტყვე ქალის ჰიურემის როლი ითამაშა, რომელიც სულთან სულეიმანის პირველი ცოლი გახდა. მერიმი ქალიშვილ ლარას ზრდის, რომლის მამასაც ჯერ კიდევ ორსულობის დროს დაშორდა. ბიზნესმენი ჯან ათეში თაღლითი აღმოჩნდა - ის თავის საცოლეს 215 000 დოლარამდე ფულს ესესხა, და როდესაც მერიემმა ნიშნობა ჩაშალა, მამაკაცი გაიქცა ქვეყნიდან.

ვაჰიდე პერჩინი, 52 წლის

BO-3 Multipic:

ვაჰიდემ ჰიურემ სულთანის როლი მოწიფულობის ასაკში ითამაშა. 2013 წელს ქორწინებიდან 22 წლის შემდეგ ის მეუღლეს, მსახობ ალთან გერდიუმს დაშორდა. ყოფილ მეუღლეებს ერთი ქალიშვილი ალიზე ჰყავთ, რომელიც ასევე მსახიობია. 2011 წელს ვაჰიდემ ძუძუს კიბო დაამარცხა.

სელენ ოზთურქი, 37 წლის

BO-4 Multipic:

სელენმა დაამთავრა კონსერვატორია და პროფესიულად უკრავს პიანინოსა და გიტარაზე.

გიურბეი ილერი, 30 წლის

BO-5 Multipic:

შეჰზადე მეჰმედის როლისთვის მსახიობმა ინტენსიური ვარჯიში დაიწყო და 8 კგ კუნთოვანი მასა აკრიფა. ილერს რომანი ჰქონდა მსახიობ ეზგი ეიუბოგლუსთან, რომელმაც ასევე „დიდებულ საუკუნეში“ თამაშობდა, მაგრამ გადაღებების დასრულების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ეზგი ეიუბოგლუ, 29 წლის

BO-6 Multipic:

სერიალში მსახიობმა ყირიმთა ხანის ქალიშვილი აიბიგე-ხათუნი ითამაშა. 2016 წლის მაისში ეზგი ცოლად გაჰყვა მსახიობს კაან ილდირიმს.

ნურ ფეტაჰოგლუ, 37 წლის

BO-7 Multipic:

ნური დაიბადა გერმანიაში თურქი მიგრანტების ოჯახში, მაგრამ სკოლის დამთარების შემდეგ სასწავლებლად სტამბულში გაემგზავრა და ტანსაცმლის დიზაინერის განათლება მიიღო. ის ჯერ წამყვანის სახით მოხვდა ტელევიზიაში, შემდეგ კი კინოშიც დაიწყო გადაღება. მსახიობს პოპულარობა სულეიმან Ι-ის ხასას როლმა მოუტანა. 2016 წლის თებერვალში ნური პირველად გახდა დედა. საინტერესოა, რომ ქალიშვილი მან ყოფილი ქმრისგან გააჩინა, რომელთანაც 2015 წელს განქორწინდა. ბოლო დროს, წყვილმა აღადგინა ურთიერთობები.

ნებაჰატ ჩეჰრე, 74 წლის

BO-8 Multipic:

ლამაზმანმა ქართული ფესვებით მოდელის კარიერა 14 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც „მის თურქეთი“ გახდა. ბედისწერამ ნებაჰატი კინოში მოიყვანა, მსოფლიოში კი სახელი გაითქვა სულეიმან დიდებულის დედის როლით. მსახიობი ორჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ შვილები არ ჰყავს.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>