სილამაზე

ბრაზილიელი ქალების მომხიბვლელობის და სექსუალურობის 10 საიდუმლო

ბრაზილიელი ქალების მომხიბვლელობის და სექსუალურობის 10 საიდუმლო

ბრაზილელი ქალები განსაკუთრებული მომხიბვლელობითა და სექსუალურობით გამოირჩევიან. მათ საოცარი შარმი აქვთ. პრიალა კანა, მბზინვარე თმა - ბრაზილიაში თითქმის ვერ შეხვდებით ქალს, რომელსაც საოცარი ხიბლი არ აქვს.

გარდა გენეტიკისა ბრაზილიელ ქალებს სილამაზის თავიანთი, განსაკუთრებული საიდუმლოებიც აქვთ, რომლებსაც ზედმიწევნით ზუსტად იცავენ.

ვნახოთ ბრაზილიელი ქალების სილამაზის 10 საიდუმლო:

1. კიტრის ნიღაბი - ბრაზილიელი მოდელი ლაის რიბეირო ამბობს, რომ თვალების გარშემო სიშავის მოსაშორებლად საუკეთესო საშუალება კიტრის ნიღაბია. „შეგიძლიათ თვალებზე კიტრის ნაჭრები მთელი ღამის განმავლობაში დაიტოვოთ, მე ასე ვიქცევი“, - ამბობს სუპერმოდელი. 

BO-2 Multipic:

2. კარტოფილი - ის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა თვალის გარშემო და ზოგადად, სახეზე შავი ლაქების მოსაშორებლად. ამ მიზნით კარტოფილის გამოყენებას ბრაზილიელი მოდელი ვიქტორია ბრიტო უწევს რეკომენდაციას. დაჭერით კარტოფილი და დაიფინეთ ის სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. „გეფიცებით, მხოლოდ ხუთჯერ ჩავიტარე პროცედურა და თვალის გარშემო სიშავე გაქრა“, - ამბობს მოდელი. 

BO-3 Multipic:

3. მასაჟი - ბლოგერი ვიქტორია კარიდონო წერს, რომ ბრაზილიელი ქალებისთვის მასაჟი უმნიშვნელოვანესია. ბევრი ბრაზლიელი ქალისთვის ეს სილამაზის რუტინაა. კვირაში ისინი მინიმუმ ერთხელ მაინც მიმართავენ შესაბამის პროცედურას. ეს არ არის დამამშვიდებელი, სარელაქსაციო პროცედურა, ისინი იკეთებენ მასაჟს, რომელიც მათ უფრ ლამაზს გახდის. მაგალითად, დაეხმარება წონაში დაკლების კუთხით, მკერდს, ან უაკანალს უფრო ლამაზ ფორმას მისცემს და.აშ. 

BO-4 Multipic:

4. ქოქოსის ზეთი - ეს ბრაზილიელი სუპერმოდელის, ადრიანა ლიმას საყვარელი სილამაზის პროდუქტია. ის ბამბას ქოქოსის ზეთით ასველებს და ხელის ნელი მოძრაობით ისვამს სახეზე. ადრიანას თქმით, ქოქოსის ზეთი კანს ატენიანებს, ამასთანავე, გლუვსა და პრიალას ხდის. 

BO-5 Multipic:

5. არ დაივარცხნოთ სველი თმა - კიდევ ერთი სუპერმოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა, პრიალა და რბილი თმით, ამბობს, რომ არასოდეს ივარცხნის თმას ბევრ კბილანებიანი სავარაცხელით და ეს ერთ-ერთი განმაპირობებელია თმის სიჯანსაღის. „ამასთანავე, სველ თმას არასოდეს ვივარცხნი, არანაირი სავარცხელით, ვცდილობ თითებით დავაცალკევო სველი თმა“, - ამბობს ჟიზელი. 

BO-6 Multipic:

6. გლუვი და პრიალა კანი - Koral-ის კრეატიული დირექტორი ლანა კიუგელი ამბობს, რომ ის იყენებს სხვადასხვა სერუმებს ახალგაზრდობისა და კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. „გნასაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ C ვიტამინით მდიდარი სერუმი გამოიყენოთ“, - ამბობს ლანა. 

BO-7 Multipic:

7. რბილი კანის საიდუმლო - კიდევ ერთი მომხიბვლელი ბრაზილიელი, კამილა პიეროტი ამბობს, რომ ბრაზილიელი ქალები მხოლოდ სახეს კი არ უვლიან, არამედ ისინი დიდ ენერგიას ხარჯავენ მთლიანი სხეულის მოვლაზე. მათ უყვართ მოშიშვლებული სხეულის გამოჩენა და ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მუდამ ფორმაში იყონ. ისინი იღებენ აბაზანებს ხილის არომატით აბაზანებს, კოფეინის არომატით და ცდილობენ კანი რაც შეიძლება გლუვი და პრიალა ჰქონდეთ.

BO-8 Multipic:

8. სასიამოვნო სურნელი - კამილა პიეროტის თქმით, ბრაზილიელი ქალი არ გავა სახლიდან ისე, თუ სუნამოს არ იპკურებს, რადგანაც მან იცის, რომ სასიამოვნო სურნელი მომხიბვლელობის გასაღები და უპირატესობაა.

BO-9 Multipic:

9. ფეხის მასაჟი - ბრაზილიელი ქალებისთვის მნიშვნელოვანია ფეხების სილამაზე, ფეხის თითების სილამაზე და ისინი განსაკუთრებით ზრუნავენ ამ თვალსაზრისითაც. მიმართავენ ფეხის თითების მასაჟს და იყენებენ სხვადასხვა კანის დამატენიანებელ საშუალებებს.

BO-10 Multipic:

10. თმის ბრწყინვალება -ბრაზილიელი ქალების დიდი ნაწილი გრძელ თმას ატარებს. მათ თმის მოვლის განსაკუთრებული რუტინა აქვთ. იკეთებენ სხვადასხვა ნიღბებს, იყენებენ თმის დამატენიანებელ საშუალებებს, რის გამოც მათი თმა მუდამ აბრეშუმივით რბილი და პრიალაა.

BO-11 Multipic:



<a href="https://www.byrdie.com">https://www.byrdie.com</a>