10 მწერალი ქალი, რომელთა ნაწარმოებებიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება და უნდა წაიკითხოთ
- 09.06.2018
1. დორის ლესინგი (1919-2013) - ის არის ინგლისელი მწერალი, რომელიც 2007 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. მისი რომანებია „ზაფხული მწუხრის წინ“, „ბალახი მღერის“, „ოქროს რვეული“. გირჩევთ, კითხვა „ოქროს რვეულით“ დაიწყოთ.
2. ტონი მორისონი (1931) - ამერიკელი მწერალი და კიდევ ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი ქალი ლიტერატურის დარგში. ის თავის ნაწარმოებებში აფროამერიკელ ხალხთა ცხოვრებას, მათ მახასიათებლებს, კულტურას აღწერს. მორისონი პირველი აფროამერიკელი ქალი მწერალი ნობელიანტია. გირჩევთ, თავდაპირველად წაიკითხოთ მისი რომანი - „საყვარელი“.
3. ურსულა კრებერ ლე გუინი (1929-2018) - ამერიკელი მწერალი და კრიტიკოსი. ის ცნობილია როგორც ფანტასტიკის ჟანრის წიგნების ავტორი. ის არის ავტორი წიგნების - „ზღვამიწეთის ჯადოქარი“, „ატუანის სამარხები“, „უშორეს ნაპირზე“, „ეჰანუ“, „სხვა ქარი“ და ა.შ.
4. ვირჯინია ვულფი (1882-1941) - ინგლისელი მწერალი და ესეისტი. ის არის ქალი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მოდერნისტული ლიტერატურის ფორმირების პროცესში. ვირჯინია გახლდათ ინტელექტუალთა „ბლუმსბერ ჯგუფის“ დამფუძნებელი. ის ჯეიმს ჯოისის ერთგვარი ლიტერატურული მემკვიდრეა, რომელმაც გააგრძელა ჯოისის გზა და „ცნობიერების ნაკადის“ სტილი გამოიყენა ლიტერატურაში. აუცილებლად წაიკითხეთ მისი ნაწარმოებები: „გზა შუქურისკენ“, „მისის დელოუეი“, „სახლი მოჩვენებებით“.
5. კლარისა ლისპექტორი (1920 – 1977) - ბრაზილიელი მწერალი ქალი, ფემინისტი, რომელმაც დაქორწინების შემდეგ ათწლეულები აშშ-სა და ევროპაში გაატარა. მისი ნაწარმოებებია - „Family Ties“, „The Apple in the Dark“, „The Passion According to G.H. and The Foreign Legion“, „Água Viva“ და ა.შ.
6. Chimamanda Ngozi Adichie (1977) - ნიგერიელი მწერალი, ნოველისტი. მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებებია „Purple Hibiscus“, „Half of a Yellow Sun“, „Americanah“, „We Should All Be Feminists“.
7. მარგარეტ ეტვუდი (1933) - ალბათ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალი ქალი. მარგარეტი არის კანადელი პოეტი, ნოველისტი, კრიტიკოსი, ესეისტი. პირველ რიგში, წაიკითხეთ მისი რომანი „მხევლის წიგნი“. ასევე, მისი ძალიან საინტერესო ნაწარმოებებია „ბრმა მკვლელი“, „ყალბი სისხლი“.
8. ზეიდი სმითი (1975) - ინგლისელი მწერალი. მისი დედა იამაიკელია, ხოლო მამა - ბრიტანელი. სმითის ყველაზე პოპულარული რომანია „თეთრი კბილები“. რომანი რამდენიმე ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო გარდა იმისა, რომ ლონდონში ცხოვრობენ. წიგნში სხვადასხვა კულტურები და რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ის ბევრს დაგაფიქრებთ და ბევრისთვის ინსპირაციის წყარო გახდება. ასევე, გირჩევთ წაიკითხოთ მისი რომანი „ჟამთასვლა“.
9. ელენა ფერანტე (1943) - იტალიელი მწერალი, რომელიც 2016 წელს გამოცემა Time-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა. პირველ რიგში, წაიკითხეთ მისი ოთხწიგნიანი ბესთსელერი „ნეაპოლიტანური“.
10. ანხელა კარტერი (1940 – 1992) - ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი. ცნობილია თავისი ფემინისტური შეხედულებებით. მის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია „The Bloody Chamber”, რომელიც 1979 წელს გამოქვეყნდა. Times-მა კარტერი 2008 წელს 50 ყველაზე გამორჩეულ ბრიტანელ მწერალთა სიაში შეიყვანა.
თემები: ინტელექტი, ქალები, წიგნები, მწერლები, პროზა, ფემინისტი
<a href="https://www.theguardian.com">https://www.theguardian.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია