სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს განსხვავებული და უნიკალური თავის მოვლის მეთოდები აქვთ. ამჯერად ვნახოთ, როგორ ცდილობენ ინდოელი ქალები კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას, როგორ იცავენ თავს ნაოჭების ნაადრევად გაჩენისგან და რა ხდის მათ კანს გლუვსა და პრიალას.

1. ალოე ვერა - ინდოელი ქალები ყველაზე ხშირად კანის მოსავლელად სწორედ ამ პროდუქტს იყენებენ. ალოე ვერა კანის მოვლისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული პროდუქტია, თუმცა განსაკუთრებული სიხშირით მას სწორედ ინდოეთში იყენებენ. ის იცავს კანს სხვადასხვა ინფექციებისგან, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ატენიანებს, უფრო ჯანსაღ იერს აძლევს.

2. იოგა და მედიტაცია - ალბათ ფიქრობთ, რომ იოგა და მედიტაცია მხოლოდ ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის არის კარგი, მაგრამ როდესაც მედიტაცია, ან იოგა თქვენი რუტინაა და რეგულარულად კავდებით ამ აქტივობებით, თქვენი კანიც დამატებით სარგებელს იღებს.

რაც უფრო მშვიდი ხართ, რაც უფრო ნაკლებად დარდობთ, მით უფრო კარგად გძინავთ, უკეთ მუშაობენ საჭმლის მომნელებელი ორგანოები, გაუმჯობესებულია სისხლის ცირკულაცია, ყოველივე კი, კანის სიჯანსაღეზეც დადებითად აისახება.

3. ანტიოქსიდანტები - ინდოელი ქალების კვების რაციონი სავსეა ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტებით, რაც დადებითად მოქმედებს კანზე. თუ რეგულარულად მიირმევთ ინდური სამზარეულოს კერძებს, ნახავთ, რომ კანი გლუვი და პრიალა გახდება.

4. ჩაი - ინდოეთში ჩაის მიმართ ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ჩაი, რომელსაც ინდოელები მიირთმევენ, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც მათ ზოგად ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და კანსაც უფრო პრიალას ხდის. ინდოელები ჩაის განსხვავებული ჯიშების ნაზავისგან უგემრიელეს და სასარგებლო სასმელს ამზადებენ.

5. კურკუმა - კურკუმას, როგორც წესი, ინდოელები საჭმელებს სანელებლის ფუნქციით ამატებენ, თუმცა მას იყენებენ ასევე სახის ნიღბის ერთ-ერთ ინგრედიენტად. კურკუმა კარგია აკნეს წინააღმდეგ და ასევე, სახიდან შავი ლაქების მოსაშორებლად.

6. ვარდი - დასავლურ კულტურაში ვარდს, როგორც წესი, სუნამოს შესაქმნელად იყენებენ და მას იშვიათად აქვს კოსმეტიკური საშუალებების ინგრედიენტის ფუნქცია. ინდოელი ქალები მას კანის მოვლის საშუალებად იყენებენ. ვარდის ნიღაბი კანს აახლებს, უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას. ასევე მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. კანს ატენიანებს და გლუვს ხდის.