LIFE

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

1. „ათასი მოელვარე მზე“, ხალიდ ჰოსეინი - სიყვარული საოცარი გრძნობაა, რომელიც ზოგჯერ ჩვენს გულში ღრმადაა ჩაკარგული და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ გვავიწყებს, რომ სიყვარული შეგვიძლია, ის კი, ელოდება მომენტს, როდის გაშლის ფრთებს. 

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

წიგნი მოგვითხრობს სიყვარულზე და ომზე, ადამიანურ მსხვერპლშეწირვაზე და ქალების ძალაზე. წიგნი მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. აქ აღწერიალია ის სისასტიკე, რომელთა ატანაც მათ ყოველდღიურად უწევთ. 

2. The Solitude of Prime Numbers, პაოლო ჯორდანო - წიგნი მოგვითხრობს ბიჭისა და მარტოხელა გოგონას შესახებ, რომელიც ანორექსიითაა დაავადებული. ორივეს თავისი ცხოვრება აქვს, თუმცა როდესაც ერთმანეთს შეხვდებიან, აღმოაჩენენ, რომ მათ შორის არის რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც ძალიან ძლიერია. 

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

3. „შავი ობელისკი“, ერიხ მარია რემარკი - პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, პოეტი ლუდვიგი, ომის შემდეგ საფლავის ქვების ფირმაში იწყებს მუშაობას. წიგნში გარდა იმ პრობლემური საკითხებისა, რომელიც იმდროინდელ ევროპას აწუხებდა, ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიაა გადმოცემული. 

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

4. „სიყვარული ჟამიანობის დროს“, გაბრიელ გარსია მარკესი - შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც ბავშვობაში შეგიყვარდათ მთელი ცხოვრება, სამუდამოდ გიყვარდეთ? შესაძლებელია, რომ სიყვარული ადამიანის ქმედებების ერთგვარი გიდი იყოს? - ეს რომანი დაგანახებთ, რომ მსგავსი რამ ნამდვილად არის შესაძლებელი. 

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

შეიძლება წლები გავიდეს, ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ შენ მაინც „ის“ გეყვარება. რომანი მიგახვედრებთ, რომ არაფერია იმაზე უფრო რთული და ამავდროულად, უფრო მარტივი, ვიდრე სიყვარული. 

5. „დელირიუმი“, ლორენ ოლივერი - წიგნი მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც სიყვარული დაავადებად მიიჩნევა. რომანში აღწერილ სამყაროში ადამიანები მიიჩევენ, რომ სიყვარული აგიჟებს, კლავს. ეს არის წიგნი, რომელიც ბევრს დაგაფიქრებთ სიყვარულზე, მის არსზე, უსიყვარულოდ ცხოვრებაზე და თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება. 

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

6. The Gargoyle, ენდრიუ დევიდსონი - წიგნი მკაფიოდ გაჩვენებთ, თუ რა საზღვრებს ვუწესებთ ადამიანები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლები ერთმანეთს, მაგრამ სიყვარული გაცილებით ძლიერია, მას ყველაფრის დამარცხება, ყველა საზღვრის დანგრევა შეუძლია. 

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

7. „მიწა მის ფეხთქვეშ“, სელმან რუშდი - ისინი ერთმანეთს ბავშვობაში შეხვდნენ და მაშინვე შეუყვარდათ. მათი სიყვარული მუსიკაა, მუსიკა, რომელიც ყოველთვის ესმით, სადაც კი უნდა წავიდნენ, რამდენი დროც უნდა გაატარონ უერთმანეთოდ.

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

8. „კრაზანა“, ეთელ ლილიან ვოინიჩი - ეს წიგნი არ არის მხოლოდ სიყვარულზე, ის ნამდვილ მეგობრობაზეც გვიყვება. რომანში ასახულია მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლების იტალია. წიგნი რომანტიკულ-რევოლუციური პათოსითაა გამსჭვალული. 

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

9. „ინგლისელი პაციენტი“, მაიკლ ონდააჩი - მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში მედდა სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. წიგნში სრულიად განსხვავებული ადამიანების ამბავია გადმოცემული და ამაღელვებელ სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. 

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

10. „დასასრულის განცდა“, ჯულიან ბარნსი - წიგნი სკოლისდროინდელი მეგობრების შესახებ გვიყვება. სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი საუკეთესო მეგობრების ფიცს დებენ, თუმცა წლების შემდეგ ირკვევა, რომ მათი ადრეული წლები უამრავი უცნაურობით იყო სავსე.

10 წიგნი ისეთ ამაღელვებელ სიყვარულზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>