ჩაცმის სტილის შერჩევისას თუ ამ უნიკალურ ფორმულას გაითვალისწინებთ, გაცილებით ახალგაზრდული იერი იქნება
- 14.06.2018
როცა გესმით ფრაზა „ასაკის საწინააღმდეგო“, პირველ რიგში. ალბათ კანის მოვლა გახსენდებათ. რა თქმა უნდ,ა კანზე ზრუნვა ახალგაზრდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მაგრამ მხოლოდ ამით ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს. არსებობს კიდევ რამდენიმე რამ, რაც უნდა გაითალისწინოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდული იერი შეინარჩუნოთ.
როცა ხედავთ ქალს, რომელიც ახალგაზრდულად გამოიყურება ეს,როგორც წესი, არ არის მხოლოდ პრიალა კანის დამსახურება. ის ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს სხვადასხვა, რამდენიმე საკითხის გათვალისწინებით, კომბინაციით.
რეალურად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისა, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, სამოსია.
Allure-ის მოდის განყოფილების ყოფილი დირექტორი, რეიჩელ ვონგი, ამბობს, რომ სწორად შერჩეულ სამოსს ყველაფერი შეუძლია,მათ შორისისიც, რომ წლები მოგაკლოთ და გაცილებით ახალგაზრდული იერი მოგცეთ.
„ქალები, რომლებიც გამოიყურებიან ახალგაზრდულად, როგორც წესი, იცვამენ მარტივად და არ უშინდებიან სხეულის გამოჩენას. იცვამენ ჯინსებს, კედებს, ან სანდლებს. ასე ვთქვათ მარტივად სატარებელ, კომფორტულ სამოსსა და ფეხსაცმელს.
ისინი იცვამენ მაისურებს, რომლებშიც ქალურობაა ხაზგასმული და ასევე ჩანს ერთი მხარი,ან მხრები. მაკიაჟი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, რაც შეიძლება მინიმალისტური მაკიაჟი გაიკეთეთ, ან საერთოდ უარი თქვით მასზე და უარი თქვით მასიურ, დიდ სამკაულებზეც“, - ამბობს ვონგი და დასძენს, რომ ეს ახალგაზრდულად ჩაცმის ერთი, მთავარი ფორმულაა.
ვნახოთ რამდენიმე სტილის სამოსი, რომელიც წლებს მნიშვნელოვნად მოგაკლებთ.
1. პერანგი წითელ და თეთრ ფერებში, რომელშიც ერთი მხარი ჩანს.
2. მინიმალისტური სამკაული და სამოსის მინიმალისტური სტილი.
3. მხრებზე მოშიშვლებული სამოსი.
4. სამოსი, რომელშიც ზურგი ჩანს - როგორც უკვე ვთქვით, ნუ შგეშინდებათ შიშველი სხეულის გამოჩენის.
5. ჯინსები ნებისმიერ ასაკში.
6. ჯინსის შარვალი თეთრ ფეხსაცმელთან.
7. თინეიჯერული სტილის მაისური ჯინსის შარვალთან.
8. სამოსის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ გადაწყვეტილება მარტივად მიიღოთ და მინიმალისტურ სტილზე შეაჩეროთ არჩევანი.
9. ტრენდული მაისური ჯინსის შარვალთან.
10. ნუ იტყვით უარს მოკლე შორტებზე.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, 2018 წლის ტენდენციები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია