სხეულის ენა ყოველთვის გაგრძნობინებთ, რომ შეცდით პარტნიორის არჩევისას
- 14.06.2018
1. დაშორება ერთმანეთისგან
ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ მანძილი აძლიერებს გრძნობებს. სხვები ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს ანგრევს ურთიერთობებს. იდეალური ინტიმური ზონა მდებარეობს სადღაც 0-ისა და 45 სმ შორის. თუ ერთ-ერთი პარტნიორი შორდება, ურჩევნია იყოს დისტანციაზე, ზედმეტად არ უნდა შეხება ან ხელის მოკიდება, ეს დასაფიქრებელი მიზეზია.
2. სიარულის განსხვავებული ტემპი
თითქოს ეს ისეთი წვრილმანია, მაგრამ სიარულის დროს მოძრაობის ერთნაირი ტემპი მეტყველებს პარტნიორების შინაგან სინქრონიზაციაზე. მოსიყვარულე წყვილები ქვეცნობიერად ცდილობენ იარონ ერთნაირი ნაბიჯებითა და ტემპით. როცა ასეთი ჰარმონია დარღვეულია, ეს მიუთითებს წყვილში არსებულ პრობლემებზე.
3. დაცინვა
აქ საუბარია შემწყნარებელ დაცინვაზე პარტნიორის მისამართით. დაცინვით ადამიანი ქვეცნობიერად აჩვენებს საკუთარ უპირატესობას ურთიერთობებში. ჯანსაღ ურთიერთობებში პარტნიორები თანასწორები არიან. ამიტომ, გრძნობთ ზემოდან გადმოხედვას და ჩაცინებას, უნდა დაფიქრდეთ.
4. ჩაკეტილი პოზები
გადაჯვარედინებული ფეხები აჩვენებენ, რომ ადამიანი გრძნობს თავს მოწყვეტილად სიტუაციისგან ან, უფრო უარესი, ადამიანისგან, ვისთანაც დაკავშირებულია. თუ თქვენი ხელები გადაჯვარედინებულია ან ჯიბეებში გილაგიათ, ფეხები მიტყუპებული გაქვთ, ზურგი კი მოხრილი, მაშინ ეს პარტნიორისადმი უინტერესობის უტყუარი ნიშანია.
5. შუბლის შეკვრა
შუბლის შეკვრა - კრიტიკისა და გაკიცხვის მკვეთრი მაჩვენებელია. „არავის მოსწონს კრიტიკის მოსმენა საკუთარი მისამართით, - ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი ჯონ გოტმანი. - როცა ადამიანი ამჩნევს, რომ მის პარტნიორს განკიცხვითი მზერა აქვს, ის ქვეცნობიერად იწყებს თავის დაცვას“ - ეს იწვევს ახალი პრობლემების გაჩენას.
6. გულგრილობა
როცა თქვენი პარტნიორი ზურგს გაქცევთ, არ გიყურებთ თვალებში, იწყებს ტელეფონზე საუბარს მანამ, სანამ არ დამთავრებულა თქვენი დიალოგი, გაწყვეტინებთ, არ გისმენთ, გვიან მოდის - ეს მეტყველებს მის გულგრილობაზე თქვენდამი. თუ პარტნიორი არ ითვალისწინებს თქვენს აზრს, ეს იმის ნიშანია, რომ გვერდით ის ადამიანი არ გყავთ, რომელიც გჭირდებათ.
7. კისერზე შეხება საუბრის დროს
როცა ადამიანები რაღაცით არიან შეწუხებულები ან ნერვიულობენ, ისინი ხელებით ეხებიან კისერს. გარდა ამისა ასეთი შეხება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია რაღაც დამალოს პარტნიორისგან.
თემები: ქალი, რჩევები ქალებს, წყვილი, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია