ადრიანა ლიმასა და მეთინ ჰარას სიყვარულის ამბავი - რატომ დაუწუნეს მოდელს თაყვანისმცემლებმა საყვარელი მამაკაცი?
- 15.06.2018
ადრიანა ლიმა ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ბრაზილიელი სუპერმოდელია, რომელიც ბევრისთვის სასურველი და საოცნებო ქალია. მისი გულის დაპყრობა კი, თურქმა მწერალმა, მეთიმ ჰარამ შეძლო, რომელთანაც ლიმას თითქმის ერთ წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს.
ადრიანას თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი მის ახალ შეყვარებულს იწუნებს. თვლიან, რომ წყვილი ვიზუალურად არ შეეფერება ერთმანეთს, ნაწილის აზრით, როცა საქმე სიყვარულს ეხება, იქ ვიზუალი მნიშვნელობას კარგავს, ზოგიც მეთინის გარეგნობით მოხიბლულია.
თავდაპირველად, ადრიანა 2017 წლის ზაფხულში გულშემატკივრებმა, მეთინ ჰარას წიგნით, ლოს ანჯელესის აეროპორტში ნახეს, თუმცა მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ მოდელი უბრალოდ ამ წიგნის რეკლამას აკეთებდა. მალე პაპარაცებმა ადრიანა და მეთინი საჯარო სივრცეში ერთად დააფიქსირეს, სადაც წყვილი ერთმანეთს კოცნიდა.
წითელ ხალიჩაზე ისინი ერთად არ ჩნდებიან, თუმცა „ინსტაგრამზე“ ხშირად დებენ ერთობლივ ფოტოებს განსაკუთრებით კი, მეთინი, რომელიც, როგორც მისი „ინსტაგრამ პოსტებიდან“ ირკვევა, საოცრად შეყვარებულია ბრაზილიელ მოდელზე.
„შენ ის ლექსი ხარ, რომლის დაწერაც ყოველთვის მსურდა“, - წერს თურქი მწერალი ლიმას ერთ-ერთ ფოტოზე.
მეთინ ჰარა ბრაზილიელ სუპერმოდელზე ერთი წლითაა უფროსი. ის გარდა იმისა, რომ მწერალია, ამასთანავე არის წარმატებული ფსიქოლოგი და ფიზიოთერაპევტი. მეთინი ატარებს სემინარებს და ადამიანებს დეპრესიის დამარცხებაში ეხმარება.
Victoria’s Secret-ის მოდელის ფანები თვლიდნენ, რომ ადრიანასა და მეთინის ურთიერთობა დიდხანს არ გასტანდა და ეს მოდელის მხოლოდ გატაცება იყო, თუმცა წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა გაცილებით მყარი აღმოჩნდა.
„ის შესანიშნავი ქალია, დამოუკიდებელი, წარმატებული და არაჩვეულებრივი შვილების დედა“, - ამბობს მეთინი ადრიანას შესახებ.
რაც შეეხება ლიმას, ამბობს, რომ მეთინსა და მას შორის განსაკუთრებული კავშირია. „როცა ერთმანეთი გავიცანით, მივხვდით, რომ ჩვენს შორის იყო რაღაც განსაკუთრებული, უხილავი კავშირი“, - ამბობს მოდელი.
სუპერმოდელი ხშირად სტუმრობს თურქეთს. პაპარაცებმა ის რამდენჯერმე დააფიქსირეს თავის ბოიფრენდთან ერთად ულამაზეს მიუგლაში.
ადრიანა აქამდე ქორწინებაში იყო NBA-ის ვარსკვლავთან, სერბ კალათბურთელთან, მარკო ჯარიჩთან, რომელსაც 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. ამ ქორწინებიდან ლიმას ორი გოგონა ჰყავს.
თემები: სიყვარული, ვარსკვლავები, ადრიანალიმა, შეყვარებულები
<a href="http://www.doyouknowturkey.com">http://www.doyouknowturkey.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია