LIFE

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

წლის მთავარი სპორტული მოვლენა, მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ,დაიწყო და მთელი მსოფლიოდან ადამიანების ყურადღება სწორედ ჩემპიონატისკენაა მიმართული.

რა თქმა უნდა, ფეხბურთის მოყვარულებს ჩემპიონატის სანახავად დამატებით მიზეზები არ სჭირდებათ, თუმცა ზოგიერთისთვის მომხიბვლელი სპორტსმენების ნახვა ნამდვილად შეიძლება გახდეს ფეხბურთით დაინტერესების მიზეზი.

ვნახოთ, მსოფლიო ჩემპიონატის 15 ყველაზე სექსუალური მამაკაცი „ვოგის“ ვერსიით:

1. იან სომერი, 29 წლის შვეიცარიელი მეკარე - სომერი გარდა ფეხბურთისა, კულინარიითაც არის დაინტერესებული.„ინსტაგრამის“ გვერდის საშუალებით, გამომწერებს სხვადასხვა კერძების რეცეპტებს უზიარებს და ჯანსაღი კვების პროპაგანდას ეწევა. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

2. ჰუნგ მინ შონი , 25 წლის ფეხბურთელი სამხრეთ კორეიდან - ის ინგლისური კლუბის, „ტოტენჰემის“ ჰეხბურთელია და განსაკუთრებული პოპულარობით თავის ქვეყანასა და ინგლისში სარგებლობს. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

3. ანდრე სილვა, 22 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი - მიუხედავად იმისა, რომ ყველას ყურადღება პორტუგალიელი მეგავარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუსკენაა მიმართული, შეუმჩნეველი არც ეს ახალგაზრდა და ძალიან მომხიბვლელი თავდამსხმელი რჩება. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

4. მოჰამედ სალაჰი, 25 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი - ფანები მას მოს ეძახიან და ძალიან უყვართ. „ინსტაგრამზე“ ლივერპულის თავდამსხმელს 16 მილიონი გამომწერი ჰყავს. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

5. ნასერ ჩადლი, 28 წლის ფეხბურთელი ბელგიიდან - ჩადლიმ 2014 წელს ბრიტანული „კოსმოპოლიტენისთვის“ შიშველმა იპოზიორა და ეს გულშემატკივრებისთვის ნამდვილი სენსაცია იყო. „როგორც ფეხბურთელისთვის, ჩემი სხეული ჩემი იარაღია, ამიტომ ვზრუნავ მასზე“, - ამბობს ნასერი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

6. დევიდ სილვა, 32 წლის ესპანელი ფეხბურთელი - ნახევარმცველი, რომელიც ვიზუალითაც იპყრობს ყურადღებას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სიაში ყოფნას ესპანეთის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი იმსახურებს. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

7. ფელიპე კოუტინიო - 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი. გასულ წელს „ბარსელონამ“ ის 160 მილიონ ევროდ იყიდა და ის მესამე ადგილზეა იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა ტრანსფერისთვისაც კოლოსალური თანხა გადაიხადეს. ის 2012 წელს თავის ბავშვობის სიყვარულზე დაქორწინდა. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

8. კილიან მბაპე, 19 წლის ფეხბურთელი საფრანგეთიდან - ის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. თინეიჯერ თავდამსხმელს მომავალში პოლიტიკოსობა სურს. ის დიპლომატიურ ვახშამზეც იმყოფებოდა ელისეის სასახლეში. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

9. მათს ჰუმელსი, 29 წლის გერმანელი ფეხბურთელი - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი უდავოდ გამოირჩევა მომხიბვლელი გარეგნობით. ჰუმელსი იუნისეფის კეთილი ნების ელჩიც გახლავთ. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

10. ნიკოლას ტაგლიაფიკო, 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელი -ნიკოლასს ახალ ხავიერ ძანეტის უწოდებენ და არგენტინელები მასზე დიდ იმედს ამყარებენ. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

11. ხამეს როდრიგესი, 26 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი - 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხამესმა გოლის განსაკუთრებული აღნიშვნით დაგვამახსოვრა თავი და მალევე გახდა პოპულარული. მან გოლის გატანის შემდეგ სალსა იცეკვა. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

12. მაია იოშიდა, 29 წლის იაპონელი ფეხბურთელი - იაპონიის ნაკრების მთავარი იმედი და ნაკრების საუკეთესო მცველი. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

13. იგორ აკინფეევი, 32 წლის რუსი მეკარე - აკინფეევი რუსეთი ნაკრების კაპიტანია და გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახლავთ. ის იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორისააა, რომლებსაც „ინსტაგრამი“ არ აქვთ. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

14. დელე ალი, 22 წლის ფეხბურთელი ინგლისიდან - პრემიერ ლიგაში ის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელია, ასევე გამოირჩევა ჩაცმის დახვეწილი სტილით. დელეს უყვარს მოდურად ჩაცმა. მას უკვე თავისი ტანსაცმლის ხაზიც აქვს. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები

15. ედინსონ კავანი, 31 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი - კავანის თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავს და მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეულად მომხიბვლელ ფეხბურთელად მიიჩნევა. 

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის 15 მომხიბვლელი მიზეზი - ყველაზე მიმზიდველი ფეხბურთელები