როგორ და სად უნდა იპოვოთ მილიონობით ადამიანში თქვენი შესაფერი მამაკაცი? - ექსპერტების რჩევა
- 20.06.2018
გარშემო უამრავი ადამიანია და არ არის მარტივი იპოვოთ ცხოვრების თანამგზავრი, რომელსაც გაუგებთ, რომელთანაც მსგავსი შეხედულებები და ღირებულებები გექნებათ, თუმცა თუ მოინდომებთ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია.
გთავაზობთ ურთიერთობის ექსპერტის და ფსიქოლოგის, ჯუდი ჯოსელის რჩევებს - როგორ უნდa იპოვნოთ ის ერთადერთი მილიონობით ადამიანში.
1. მიჰყევით საკუთარ ინტერესებს - გიყვართ ცეკვა? ცხოველებზე და მათზე ზრუნვაზე გიჟდებით? დაკავდით იმ აქტივობით, რომელიც გიყვართ, რომელიც გსიამოვნებთ და იურთიერთეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთ.
პირველ რიგში, როცა სასიამოვნო საქმეს აკეთებთ და ბედნიერი ხართ, ამ დროს წარმოუდგენლად მომხიბვლელი ხართ და იპყრობთ ადამიანების ყურადღებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ურთიერთობა გაქვთ საერთო ინტერესების მქონე ადამიანთან გაცილებით მეტია მისი მოხიბვლის შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ურთიერთობა წარმატებული იყოს.
„მორგანი არის ქალი, რომელსაც დავეხმარე ცხოვრების მამაკაცის პოვნაში. ის გიჟდებოდა ცეკვაზე და ვურჩიე, რომ ხშირად წასულიყო საცეკვაოდ და ასე ეცადა სასურველი მამაკაცის პოვნა. მან თავისი მომავალი ქმარი ერთ-ერთ ბალზე გაიცნო“, - ამბობს თერაპევტი.
2. უნდა გქონდეთ მოლოდინი რომ მას ნებისმიერ დროს შეიძლება შეხვდეთ - თქვენ შესაფერ მამაკაცს ბებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეხვდეთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ამიტომ, როცა გარეთ გადიხართ, ეცადეთ, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ.
არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული ჩაიცვათ, უბრალოდ ჩაიცვით ის, რაც ნამდვილად გიხდებათ და ცოტა მაკიაჟზეც ნუ იტყვით უარს. ნუ დაგავიწყდებათ ღიმილი. უნდა გქონდეთ კეთილი, მეგობრული და თბილი გამომეტყველება. შეხვედრისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოთ, ეს უმნიშვნელოვანესია.
3. დაინტერესდით იმ საკითხებით, რომლებიც მამაკაცებს აინტერესებთ - მამაკაცებს, როგორც წესი, აინტერესებთ მანქანები, სპორტი და მოსწონთ ქალები, რომლებიც მსგავსი საკითხებით არიან დაინტერესებულნი. ღიმილით ჰკითხეთ მას, რას ფიქრობს რომელიმე სპორტულ მანქანაზე. ნახავთ, რომ ასე მის მოხიბვლას ძალიან მარტივად შეძლებთ.
იარეთ ისეთ ადგილებში, სადაც მამაკაცების სიმრავლეა. იქნებ მოტოციკლის ტარების სწავლა გსურთ? - შედით „ბაიკერების“ ჯგუფში. ასევე შეგიძლიათ თხილამურებზე სრიალი ისწავლოთ, ჩაერთეთ მარათონებში. ყოველთვის იტრიალეთ მამაკაცების გარემოცვაში.
4. როცა პაემანზე დაგპატიჟებენ უარს, ნურავის ეტყვით - შეხვდით ყვალანაირი მისწრაფების, გატაცების, ინტერესების მქონე მამაკაცს. წადით პაემანზე ყველასთან, ვინც კი დაგპატიჟებთ. თუ პაემანზე არ წახვალთ, როგორ მიხვდებით ის თქვენთვის საუკეთესო პარტნიორი იქნება თუ არა? დიახ, შესაძლოა მიხვდეთ, რომ ბიჭთან, რომელიც არ მოგწონთათ, რაღაც განსაკუთრებული ქიმია გაკავშირებთ.
5. ყველაფერს შეხედეთ მარტივად, ხუმრობით და იყავით მხიარულები - ბევრი ქალი სასურველი მამაკაცის ძებნისას დიდ სიმკაცრეს იჩენს, ყოველივეს ძალიან სერიოზულად უყურებს და ამ პროცესში გაღიმების უნარსაც კი კარგავს. ასე არ უნდა მოიქცეთ. უფრო მარტივად შეხედეთ ყოველივეს. იყავით პოზიტიურები, ოპტიმისტები, მხიარულები და ენერგიულები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, რჩევები
<a href="http://www.howtogettheguy.com">http://www.howtogettheguy.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია