15 რომანტიკული კომედია, რომელიც 30 წლამდე ასაკის ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ნანახი
- 21.06.2018
1. 13-დან 30-ში/13 Going on 30 – 13 წლის ჯენა მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ დაიმალოს და 30 წლის შემდეგ დაბრუნდეს. მისი სურვილი ახლდება და წლების შემდეგ სრულიად შეცვლილი, მომხიბვლელი დაბრუნდება და ნამდვილი თავგადასავალიც სწორედ მაშინ იწყება.
2. „ტაიმერი“/Times - ფილმის მთავარი გმირი იგებს ინფორმაციას ახალი მოწყობილობის შესახებ, რომელმაც შეიძლება მისი ცხოვრება შეცვალოს და საყვარელი ადამიანი აპოვნინოს, მარტოობისგან თავის დაღწევას ის სწორედ ამ ნივთის საშუალებით გადაწყვეტს.
3. „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“/Bridget Jones’ Diary - ფილმში სასიყვარულო სამკუთხედის ამბავია გადმოცემული. ბრიტანული იუმორი, მსახიობების შესანიშნავი შესრულება და საინტერესო ისტორია წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
4. „ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“/ 10 Things I Hate About You - შესაძლოა, მას ყველა დროის ყველაზე პოპულარული თინეიჯერული რომანტიკული კომედიაც კი ვუწოდოთ, რომლის ნახვაც ადამიანებს არ ბეზრდებათ. ჰიტ ლეჯერის სიმღერა და ცეკვა კი ნამდვილად დაუვიწყარია.
5. „სულელი“/Clueless -დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფილმი თითქმის ყველა თქვენგანს ნანახი აქვს. ეს არის კალიფორნიელი გოგონას ისტორია, რომელიც ცდილობს, გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომელიც სკოლაში ექმნება.
6. „ჰაროლდი და მოდი“/Harold and Maude - ფილმზე ბევრს იხალისებთ და ამავდროულად, დასევდიანდებით. ეს არის ფილმი პატარა ბიჭისა და 80 წლის ქალის შესახებ, რომელიც ასწავლის ბიჭს, თუ როგორ უნდა დატკბეს ცხოვრებით.
7. „ვერცხლისფერი პიესები“/Silver Lining Playbook - ფილმში ჯენიფერ ლოურენსისა და ბრედლი კუპერის შესანიშნავ ტანდემს ნახავთ. ფილმი ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორიას გვიყვება.
8. „ენი ჰოლი“/Annie Hall - ფილმში იუმორითა და ირონიითაა გადმოცემული მთავარი გმირის გარშემომყოფთა ცხოვრების შესახებ.
9. „ლამაზმანი“/Pretty Woman - საკულტო ფილმი, რომლის ნახვაც დარმუნებულები ვართ, რომ არასოდეს გბეზრდებათ.
10. „ქორწილების მომღერალი“/The Wedding Singer - ადამ სენდლერისა და დრიუ ბერიმორის მონაწილეობით ძალიან სახალისო რომანტიკული კომედიაა.
11. „როცა ჰარი შეხვდა სალის“/When Harry Met Sally
12. „საუზმე ტიფანისთან“/Breakfast at Tiffany’s - შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით დაუვიწყარი ფილმი.
13. There’s Something About Mary - კლასიკური კომედია და თინეიჯერული ისტორია.
14. „საკუთარი ბავშვი“/Obvious Child -ეს არის სახალისო ისტორია ქალზე, რომელიც ერთი ღამის გართობის შემდეგ აღმოაჩენს, რომ ფეხმძიმედაა. სწორედ ამ ფეხმძიმობის წყალობით ის ნამდვილ სიყვარულს იპოვნის.
15. „საკმარისია სიტყვები“/Enough Said -ფილმი მარტოხელა მშობლების სახალისო ამბავს მოგვითხრობს. გარდა საინტერესო შინაარსისა, აქ მსახიობების შეუდარებელ თამაშსაც იხილავთ.
მოცემული სიიდან რამდენი ფილმი არ გაქვთ ნანახი?
თემები: რჩევები ქალებს, კინო, წყვილი, რჩევები, ფილმები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>