21 ივნისი „სელფის“ საერთაშორისო დღეა. ალბათ იტყვით, რომ ისედაც ყოველი დღე სელფისაა და რომ ამას განსაკუთრებული აღნიშვნა არ სჭირდება და შესაძლოა, გარკვეულწილად მართლებიც იყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიო სელფის საერთაშორისო დღეს აღნიშავს.
21 ივნისი სელფის დღედ 2014 წელს დააწესეს და მისი მიზანი სოციალურ სივრცეში უფრომეტი მხიარულების შეტანა გახლავთ.
ადამიანების უმეტესობისთვის წარმოუდგენელია დღის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი სელფი არ გადაიღოს და ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
საკუთარი თავისთვის ლამაზი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა დღითი დღე უფრო ვითარდება და თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ სხვადასხვა ეფექტისა და ფორმის ფოტოები. ვნახოთ 7 იდეა სელფის დღის აღსანიშნავად.
1. შეგიძლიათ იდეა ობამას მოპაროთ - თუ ობამა წარმატებით იყენებს სელფის ჯოხს, ამას თქვენც შეძლებთ. სელფის ჯოხის დახმარებით ნამდვილად შეძლებთ იდეალური ფოტოების გადაღებას, რომელშიც მხოლოდ თქვენ კი არ გამოჩნდებით, არამედ ის გარემოც სადაც ხართ.
2. კარდაშიანის სტილი - კიმს შეგვიძლია სელფების დედოფალი ვუწოდოთ. მან იცის, როგორ გადაიღოს კარგი სელფი, რომელი ეფექტი მოუხდება მის ვიზუალს ყველაზე მეტად.
3. შეგიძლიათ ატვირთოთ იმ დროინდელი ფოტო, როცა არც სმარტფონები იყო და შესაბამისად, ვერც ფოტოებს ვუღებდით საკუთარ თავს - ამით გაახსენებთ ადამიანებს ძველ დროს და კიდევ ერთხელ დაინახავთ, თუ რა კარგია, როცა საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღების შესაძლებლობა გაქვთ.
4. სელფის დღის აღსანიშნად კლასიკური სელფის გადაღება, სადაც მხოლოდ სახე ჩანს, საუკეთესო იდეაა - შეგიძლიათ, სწორედ ასე მიულოცოთ მეგობრებს ეს დღე.
5. პორტრეტი - კრისტინა აგილერა სელფის საერთაშორისო დღეს ასეთი ფოტოთი გვილოცავს. მშვენიერი იდეაა.
6. სხვადასხვა ფოტოები, განსხვავებული ფილტრები - შესთავაზეთ თქვენს მეგობრებს თქვენი ფოტოების კოლაჟი.
7. შეგიძლიათ ცოტა უფრო თამამებიც იყოთ და სარკის წინ ქაილი ჯენერის მსგავსი სექსუალური ფოტო გადაიღოთ.
თემები: სელფი, ფეისბუქი, ინსტაგრამი, სოციალური მედია, საერთაშორისოდღე
<a href="https://www.bustle.com">https://www.bustle.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია