სილამაზე

ქოქოსის ზეთის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი - ამის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიძენთ

ქოქოსის ზეთის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი - ამის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიძენთ

1. დასაბანად

ხელისგულზე გაათბეთ 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი და დაიბანეთ სახე, როგორც წყლით. ზეთი კარგად აშორებს მაკიაჟს, ასუფთავებს ფორებს და ამავე დროს არ ანადგურებს ლიპიდურ აპკს.

ქოქოსის ზეთის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი - ამის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიძენთ

2. აბაზანის მისაღებად

წყალში დამატებული 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი არბილებს მას და აქრობს კანის დაჭიმულობისა და სიმშრალის შეგრძნებას.

3. ტანის მოსავლელად

ქოქოსის ზეთი შეგიცვლით ტანის კრემს: ის მაშინვე იწოვება და არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე. გარდა ამისა, ქოქოსის ზეთი გასარუჯად - კიდევ ერთი შესანიშნავი იდეაა.

ქოქოსის ზეთის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი - ამის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიძენთ

4. თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებლად

დაასველეთ ზეთში ბამბის დისკები, მიიდეთ თვალებთან 30 წამით და ფრთხილად გაიწმინდეთ: ზეთი მოაშორებს წყალგამძლე მაკიაჟსაც კი და ამასთანავე დაატენიანებს და დაამშვიდებს ნაზ კანს.

5. კანის გასაწმენდად

გადაურიეთ ცივი, ოდნავ შესქელებული ქოქოსის ზეთი ყავისფერ შაქართან: ეს იდეალური, რბილი და დელიკატური სკრაბი გახდის თქვენ კანს აბრეშუმივით და მკვრივს.

ქოქოსის ზეთის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი - ამის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიძენთ

6. ნუნების მოსავლელად

სპეციალური საშუალებების მშვენიერი ალტერნატივაა: ქოქოსის ზეთი წაისვით, ცოტახნით დაიტოვეთ და დაიმუშავეთ ფრჩხილები. იდეალური მანიკიური - ეს მარტივია!

7. ქუთუთოების მოსავლელად

თუ მშრალი კანი გაქვთ და თვალების ქვეშ გაგიჩნდათ ნაოჭები, კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ქოქოსის ზეთის ნიღაბი: გააციეთ შესქელებამდე, წაისვით ქუთუთოებზე და წამოწექით 5-10 წუთით. ზეთი თანდათან დადნება და დაიწყებს კანის კვებას.

ქოქოსის ზეთის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი - ამის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიძენთ

8. თმის ბოლოების მოსავლელად

როცა გაიშრობთ თმას ან გაიკეთებთ ვარცხნილობას, წაისვით ხელისგულებზე რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი და გადაისვით თმის ბოლოებზე. თმა არ გაფუვდება, შეინარჩუნებს ვარცხნილობას და აღარ გაიყოფა.

9. თმის ბზინვარებისთვის

თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც მე-8 პუნქტშია აღწერილი, შემდეგ კი ხელისგულებს გადაისმევთ მთლიან თმაზე და ცალ-ცალკე კულულებზეც, არ გაცხიმიანდება, მაგრამ შეიძენს მდიდრულ მბზინვარებას და არ დაიმუხტება.

ქოქოსის ზეთის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი - ამის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიძენთ

10. თავის კანის მოსავლელად

შეიზილეთ გამთბარი ზეთი თავის კანში, შეიკარით თმა და შეიფუთეთ პირსახოცით. ქოქოსის ზეთის შესანიშნავი მკვებავი ნიღაბი გახდის თმას ელასტიურსა და მბზინვარეს. 



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>