LIFE

როგორ გამოიყურებიან პოპულარული ბრენდების შემქმნელები - ადამიანები, რომლებიც არასოდეს ჩანან

როგორ გამოიყურებიან პოპულარული ბრენდების შემქმნელები - ადამიანები, რომლებიც არასოდეს ჩანან

1. Nike - ფილ ნაითი

ახალგაზრდა ფილ ნაითი და მისი მწვრთნელი ბილ ბაუერმანი სირბილის სიყვარულმა გააერთიანა. სარბენი ფეხსაცმლის ხარისხი, რომელიც ამერიკაში 60-იან წლებში იყიდებოდა, ძალიან არ მოსწონდათ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს შექმნან კომპანია Blue Ribbon Sports, რათა ამერიკაში იაპონური ბოტასები (ახლა ამ ფირმას ეწოდება Asics) გაეყიდათ.

როგორ გამოიყურებიან პოპულარული ბრენდების შემქმნელები - ადამიანები, რომლებიც არასოდეს ჩანან

დროთა განმავლობაში მიმწოდებლებთან სულ უფრო რთულდებოდა მუშაობა, ამიტომაც მეწარმეებმა გადაწყვიტეს თავად შეექმნათ ბოტასები. ძირის ვაფლისებური დიზაინი, რომელიც მოჭიდებას აუმჯობესებდა ბაუერმანმა მოიგონა, როდესაც ცოლის ხელში ვაფლისთვის განკუთვნილ ლანგარი დაიანახა. 1978 წელს კომპანიამ ოფიციალურად მიიღი სახელი Nike, მას შემდეგ კი უცვლელია საკუთარი ლოგოტიპი.

2. Starbucks - ჰოვარდ შულცი

როგორ გამოიყურებიან პოპულარული ბრენდების შემქმნელები - ადამიანები, რომლებიც არასოდეს ჩანან

თავდაპირველად Starbucks-ი 1971 წელს სიეტლში როგორც ყავის მარცვლებისა და დანადგარების გასაყიდი მაღაზია გახსნეს. და მხოლოდ 1987 წელს, როცა კომპანია ჰოვარდ შულცმა შეისყიდა, დაწესებულება გადაიქცა სრულფასოვან ყავახანად. ჰოვარდს შთაგონების წყარო იტალიური ექსპრეს-ბარების ატმოსფერო გახდა. დღეს Starbucks-ის ყავახანები შეიძლება ნახოთ პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

3. ZARA - ამანსიო ორტეგა

როგორ გამოიყურებიან პოპულარული ბრენდების შემქმნელები - ადამიანები, რომლებიც არასოდეს ჩანან

ამანსიომ საკუთარი ბიზნესი შორეულ 70-იანებში დაიწყო: ცოლთან, როსალიასთან ერთად ის სახლში კერავდა ხალათებსა და ღამის პერანგებს. ერთხელ გერმანელმა პარტნიორმა მსხვილი პარტიის შეკვეთა გაუუქმა და მეუღლეებმა გადაწყვიტეს თავად გაეყიდათ ტანსაცმელი. პირველი მაღაზია 1975 წელს ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში გახსნეს. საქმე კარგად წავიდა. დროთა განმავლობაში კი კომპანიამ სახელი გადაირქვა და გახსნა ტანსაცმლის ახალი მაღაზიები: Massimo Dutti, Pull and Bear, Oysho, Zara Home, Uterqüe, Stradivarius, Lefties და Bershka.

4. Pandora - ვინი და პერ ენივოლდსენი

როგორ გამოიყურებიან პოპულარული ბრენდების შემქმნელები - ადამიანები, რომლებიც არასოდეს ჩანან

1982 წელს მეუღლეებმა ენივოლდსენებმა კოპენგაგენში პატარა საიუველირო მაღაზია გახსნეს, სადაც ტაილანდიდან ჩამოტანილ სამკაულებს ყიდდნენ. 1987 წლისთვის კომპანია გაიზარდა, და მეუღლეებმა გადაწყვიტეს შექმნან საკუთარი დიზაინის სამკაულები. მაგრამ დაახლოებით 10 წელი გავიდა, სანამ Pandora-ს სამკაულებმა მსოფლიოში პოპულარობა მოიპოვეს.

5. Google - ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი

როგორ გამოიყურებიან პოპულარული ბრენდების შემქმნელები - ადამიანები, რომლებიც არასოდეს ჩანან

კომპანია შექმნა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა - ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა. თავდაპირველად მათ დაწერეს კვლევითი სამუშაო ინტერნეტ-ძებნის სისტემის შესახებ, შემდეგ კი საკუთარი კვლევების საფუძველზე 1998 წელს დააფუძნეს კომპანია და დაარეგისტრირეს დომენი google.com. დასახელება Google წარმოიშვა ინგლისური სიტყვა googol-დან, რომელიც ნიშნავს ციფრი 1-ს ასი ნულით.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>