LIFE

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

მატყუარა ადამიანები არავის გვიყვარს. ვბრაზდებით და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ, როცა გვატყუებენ, მაგრამ იმას ვერასოდეს ვამჩნევთ, როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად. ეს კი რეალურად გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში.

როგორც ირკვევა, ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ვატყუებთ და ძირითადად რამდენიმე სახის ტყუილს ვიყენებთ. იმის გასაგებად, რა საკითხებში ვიტყუებთ თავს და რა შედეგები მოაქვს ამ ტყუილებს, განაგრძეთ კითხვა:

1. ჩემი წარსულის მსხვერპლი ვარ

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

ეს ყველაზე დიდი ტყუილია, რაშიც ადამიანები საკუთარ თავს აჯერებენ. თქვენ არ ხართ თქვენი წარსულის მსხვერპლი. მართალია, წარსული ქმედებების შედეგად ჩამოყალიბდით ისეთად, როგორიც დღეს ხართ, მაგრამ დღესაც უამრავი შეცდომის დაშვება შეგიძლიათ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა შემთხვევას აანალიზებდეთ. თქვენი წარსული მანამ შეგაწუხებთ, სანამ მას ამის საშუალებას მისცემთ.

2. ამის ასაკში აღარ ვარ

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

არასოდეს არის რაიმეს გაკეთება ძალიან გვიან.

  • ნელსონი პრეზიდენტი 76 წლის ასაკში გახდა
  • ლეონარდო და ვინჩიმ „მონა ლიზა“ 51 წლისამ დახატა
  • პოლკოვნიკი სანდერსი 61 წლის იყო, როცა KFC დააარსა

ასეთი მაგალითი კიდევ მრავლად არსებობს. სანამ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ და ფიქრობთ, რომ თქვენი დრო წავიდა, ვერასოდეს აღიდგენთ საკუთარი თავის რწმენას და ძალებს შესაძლებლობების რეალიზებისთვის. არ არსებობს ცნებების „ძალიან პატარა“ და „ძალიან დიდი“ სისწორე.

3. ფულს არ ვუყვარვარ

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

ნუ გასწირავთ წინასწარ საკუთარ თავს მარცხისთვის. ფული არ უნდა გაიხადოთ მიზნად, პირიქით, დაარწმუნეთ საკუთარი თავი იმაში, რომ ფული არც ისე საჭიროა, რომ ფულის გამო ნერვიულობა არ ღირს. მიუდექით საკითხს პოზიტიურად და ირწმუნეთ, რომ ყველაფერს იმსახურებთ, რაზეც ოცნებობთ. დაიწყეთ მცირედით: მიეცით თავს უფლება, გქონდეთ დიდი ოცნებები.

4. როცა მექნება, მაშინ ვიქნები ბედნიერი

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

ბედნიერება მიზნის მიღწევასთან ერთად არ მოდის, ყველაფერს თქვენი განწყობები განაპირობებს. სიხარული და ბედნიერება შესაძლოა, მიზნისკენ მიმავალ გზაზეც ბევრჯერ განიცადოთ. კონცენტრირდით უნარზე, რომ შეგიძლიათ, იყოთ ბედნიერი ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე.

5. მოგვიანებით გავაკეთებ

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

საკუთარი თავის მოტყუებისას ამ ტყუილს ყველაზე ხშირად ვიყენებთ. უბედურება ის არის, რომ არასოდეს ვიცით, რამდენი დრო გვაქვს. ერთხელაც, შესაძლოა, გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ საერთოდ აღარ დაგვრჩა დრო იმის გასაკეთებლად, რაც დიდი ხნის წინათ გადავდეთ. არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. თუ გამუდმებით შესაფერის მომენტს ელოდებით და ამ მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობთ, შესაძლოა, ეს მომენტი არასოდეს დადგეს.

6. უიღბლო ვარ, არასოდეს არაფერი გამომდის

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

დაივიწყეთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრება და კონცენტრირდით იმაზე, როგორიც ის დღეს არის. მაშინაც კი, თუ ყველაფერი თქვენი სურვილის შესაბამისად არ ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ არაფრის მიღწევა არ შეგიძლიათ და უნდა დანებდეთ. არ უნდა დანებდეთ! წარმატება პროცესია, რომლისკენაც პატარა ნაბიჯებით მიდიხარ – გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების, რომლებიც საბოლოოდ მიზნამდე მიგიყვანს.

7. ჩემი არავის ესმის

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობა ზუსტად ასე ფიქრობს. თქვენ ერთადერთი არ ხართ, ამიტომაც ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი არავის ესმის. შესაძლოა, ისინი უბრალოდ არ გეთანხმებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ ესმით. გახსოვდეთ: განსხვავებულობა შესანიშნავია, მაგრამ ხშირად განსხვავებული აზრის მოსმენაც ძალიან სასარგებლოა.

8. მასავით მე არ გამომივა

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ყველას აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარეები, დიდი და მცირე შესაძლებლობები. ადამიანებს უყვართ საკუთარი თავის სხვებთან შედარება, განსაკუთრებით მათთან, ვინც კარიერულ მწვერვალზე იმყოფებიან, თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ: დასაწყისში ისინი არაფრით იყვნენ თქვენზე მეტი. შეცვალეთ თქვენი აზრები ფრაზით: „თუ მან შეძლო, მეც შევძლებ!“

9. კომპლექსები ჩემს შესაძლებლობებს ბლოკავს

როგორ ვიტყუებთ თავს ყოველდღიურად

სწორედ ის, რაც ყველაზე ნაკლებად მოგწონთ საკუთარ თავში, ან შესაძლოა, გეზიზღებათ კიდეც, განსაკუთრებულსა და მიმზიდველს გხდით სხვების თვალში. შეხედეთ საკუთარ თავს სხვისი თვალით. იმ ადამიანის თვალით, რომელსაც უყვარხართ და დაინახეთ თქვენი ნამდვილი და რეალური სახე. თქვენი კომპლექსები უბრალოდ კომპლექსებია, ისინი თქვენ არ ხართ.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.adme.ru/svoboda-psihologiya/9-vidov-lzhi-kotoruyu-pridumyvaem-my-sami-1402465/">www.adme.ru</a>