დღეს სავსე მთვარეობაა - 4 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ე.წ. სავსე მარწყვის მთვარის დროს
- 28.06.2018
28 ივნისს სავსემთვარეობაა.ივნისის სავსე მთარეს ასტროლოგები მარწყვის მთვარეს უწოდებენ, ვინაიდან ასტროლოგიაში ეს თვე ყველაზე ტკბილ თვედ ითვლება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სავსემთვარეობის დროს ადამიანები თავს კარგად გრძნობენ, ეს არის ბედნიერების ეტაპი. ადამიანები არიან ნაკლებად ემოციურები და ცხოვრებაში, როგორც წესი, ჰარმონიულობის პერიოდი დგება.
ვნახოთ 4 მთავარი, რამ რაც სავსე მთვარეობის დროს უნდა გააკეთოთ:
1. დამუხტეთ მთვარის ენერგიით ძვირფასი ქვები და ლითონები, რომლებიც გაქვთ და ხშირად იყენებთ - დააწყვეთ ისინი ისეთ ადგილას მთვარის შუქი რომ ენათებოდეს.
2. თავადაც შეისრუტეთ სავსე მთვარის სინათლე და ენერგია - ეცადეთ, მისი შუქის ქვეშ დიდი დრო გაატაროთ. ამით დიდი და თანაც დადებითი ენერგიით დაიმუხტებით. სახლის კარი, ან ფანჯარა ღია დატოვეთ.
3. შეიჭერით თმა - სავსე მთვარის დროს კარგია თმის შეჭრა. მიიჩნევენ, რომ ის უარყოფითი ენერგია, რომელიც თმებში გროვდება, სწორედ ამ დროს უნდა მოიშოროთ თავიდან. მცირე ზომით შეჭრაც საკმარისი იქნება.
4. ცოტა იგიჟეთ, გაერთეთ - შეგიძლიათ ერთმანეთს შეუერთდეთ და მეგობრებრებთან ერთად სადმე წახვიდეთ, დააკვირდეთ ერთად ამ ულამაზეს მთვარეს და დაიმუხტოთ დადებითი ენერგიითა და ემოციებით, რომელიც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაგყვებათ.
თემები: ასტროლოგია, მთვარე, სავსემთვარე
<a href="http://starsignstyle.com">http://starsignstyle.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია