მაკიაჟის 7 პროდუქტი, რომლებსაც ვარსკვლავები ზაფხულის ცხელ დღეებში იყენებენ
- 29.06.2018
არ არის მარტივი ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიყურებოდე იდეალურად. ამ დროს კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
ვარსვლავების დიდი ნაწილი ზაფხულში უარს ამბობს ტონალურისა და ფერუმარილის გამოყენებაზე, მძიმე მაკიაჟზე. ყოველივეს გამო კანს აქვს საშუალება, რომ ისუნთქოს, არ გამოშრეს და შეინარჩუნოს ჯანსაღი იერი.
ვნახოთ მაკიაჟის 7 პროდუქტი, რომლებსაც ვარსკვლავები ზაფხულში იყენებენ.
1. ეშლი გრეჰემის დღე წარმოუდგენელია დამატენიანებელი კრემის გარეშე - „ზაფხულში ვიყენებ Laura Mercier-ის დამატენიანებელ კრემს. ვჭამ უფრო მეტ ხილს და მწვანე სალათებს და ამ მეთოდით კანს ჯანსაღ იერს ვუნარჩუნებ“, - ამბობს ეშლი „ვოგისთან“ საუბრისას.
2. ქეით ბოსუორთი - ქეითი „ინსტაგრამზე“ თავის მიმდევრებს ხშირად უზიარებს რჩევებს თავის მოვლის შესახებ. ის რეკომენდაციას უწევს დამატენიანებელ კრემს -Unisex Healthy Glow.
3. ტაირა - „მე არ მინდა ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ კარგი მაკიაჟი მაქვს, მინდა მითხრან, რომ ლამაზი ვარ. იმისთვის, რომ ლამაზი ვიყო. ვიყენებ დამატენიანებელ კრემს, რომელსაც საკუთარი ხელით სხვადასხვა ინგრედიენტებით, ხილით ვამზადებ. ზაფხულში ხილი საუკეთესო დამატენიანებელია,“, - ამბობს ამერიკული „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი და ქალებს ურჩევს, რომ ხილის ნიღბები გამოიყენონ.
4. ვიქტორია ჯასტისი - ის ყოველთვის Revision-ის მაკიაჟის საშუალებებს იყენებს და ამბობს, რომ ზაფხული ამ ბრენდის დამატენიანებელი კრემის გარეშე ვერ წარმოუდგენია.
5. როსი ჰანთინგთონ უაითლი - როსი ამბობს, რომ ზაფხულში BB კრემს იყენებს. „ზაფხულში მიყვარს ERBORIAN-ის BB კრემის გამოყენება. ის სახეს ბავშვურ იერს აძლევს“, - ამბობს როსი.
6. ქეით მარა - „ზაფხულში, სადაც უნდა მივდოდე, ყოველთვის „შანელის“ დამატენიანებელ კრემს ვისვამ. ის ძალიან მსუბუქია, სიცხეში არ ვწუხდები და ამავდროულად, კანს ეხმარება, რომ მაღალი ტემპერატურის დროს შეინარჩუნოს ჯანსაღი იერი“, - ამბობს ქეითი.
7. ლორენ ბუშნელი - „CC კრემზე ვარ შეყვარებული. ის ჩემი საყვარელი კოსმეტიკური საშუალებაა. ჯერ მზისგან დამცავ კრემს ვისვამ, ხოლო შემდეგ,Your Skin But Better CC + კრემს“, - ამბობს ლორენი.
თემები: კანის მოვლა, სტილი, მაკიაჟი, რჩევები, ზაფხულის ტრენდი, ზაფხული
<a href="https://www.eonline.com">https://www.eonline.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია