LIFE

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

ჩვენ, ქალები ხშირად საკუთარი თავისთვის ყველაზე დიდი მტრები ვართ. გქონიათ შინაგანად შეგრძნება იმისა, რომ წარუმატებლები იქნებით? რომ ესა თუ ის საქმე არ გამოგივათ? - სინამდვილეში ეს შიშია სწორედ ჩვენი ყველაზე დიდი მტერი.

ვნახოთ 7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

1. ჯოან როულინგი - უცნაურია იმის წარმოდგენა, რომ ჯოან როულინგი ოდესღაც წარუმატებელი იყო, მაგრამ გჯერათ თუ არა,„ჰარი პოტერის“ ავტორს წიგნს თავდაპირველად არ უბეჭდავდნენ და გამომცემლები უარით ისტუმრებდნენ. „რა თქმა უნდა, წარუმატებლობა თანმდევია ცხოვრების, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. მთავარია, არ გეტკინოთ გული და გაბედულად განაგრძოთ წინსვლა. ყოველ ჯერზე როცა უარს ვიღებდი გამომცემლებისგან, გაცილებით უფრო მოტივირებული ვხდებოდი რომ წიგნი როგორმე დამებეჭდა“, - იხსენებს როულინგი. 

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

2. დამე კელი ჰოლმსი - ის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო კლასის სპორტსმენია, თუმცა სანამ წარმატებას მიაღწევდა მანამდე ბევრი იმედგაცრუება და წარუმატებლობა გამოსცადა. ის ვერასოდეს აღწევდა იმას, რასაც იმსახურებდა. „წარმატების მთავარი გასაღები ფსიქოლოგიურ მდგრადობაშია. უნდა შეგეძლოს არ გატყდე და გჯეროდეს, რომ წარმატებული გახდები. არ უნდა დანებდე. უმჯობესია სცადო და დამარცხდე, ვიდრე საერთოდ არ სცადო არაფერი“, - ამბობს სპორტსმენი. 

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

3. შერილ სენდბერგი - „ფეისბუქის“ აღმასრულებელი დირექტორი, გვირჩევს რომ არ გავჩუმდეთ და არ გავჩერდეთ. „ჩაისუნთქეთ ღრმად და ისაუბრეთ საკუთარი შეხედულებების, ინტერესების შესახებ ხმამაღლა“, - ამბობს სენდბერგი. 

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

4. დიტა ვონ ტიზი - დიტას აზრით, წარმატების მთავარი საიდუმლოა ის, რომ არავის უთხრა შენი სისუსტის შესახებ. „ნუ მოუსმენ შინაგან კრიტიკას, რომელიც გამუდმებით გეუბნება რომ არაფერი გამოგივა და ნუ მოუყვები ადამიანებს შენი სისუტეების შესახებ. თუ ადამიანებმა არ იციან თქვენი სისუსტეების შესახებ, ვერც გამოიყენებენ მას თქვენ წინააღმდეგ“, - ამბობს დიტა ვონ ტიზი. 

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

5. არიანა ჰაფინგტონი - „ჰაფინგტონ პოსტის“ დამფუძნებელი წლების განმავლობაში „ფორბსის“ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაშია. მას სჯერა, რომ ადამიანს შეუძლია „მოკლას“ შინაგანი კრიტიკა. „მთავარია, გაანადგუროთ ხმა, რომელიც თქვენს თავშია და გეუბნებათ, რომ არაფერი გამოგივათ, ამისთვის დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლა დაგჭირდებათ, მაგრამ თუ მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია“, - ამბობს არიანა ჰაფინგტონი. 

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

6. ემა უოტსონი - მსახიობი იხსენებს, რომ მას შინაგანი ხმა ყოველთვის ჩასძახოდა, რომ არფერი გამოუვიდოდა, რომ წარუმატებელი იქნებოდა, რომ არ იყო საკმარისად ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი, რომ არ იმსახურებდა წარმატებას. „მაგრამ მე მოვერიე ამას. უბრალოდ და მარტივად ვეკითხებოდი ჩემს თავს, „შენ თუ არა, აბა სხვა ვინ იმსახურებს წარმატებას?!“ - ამბობს ემა და სხვებსაც ურჩევს, რომ თავიანთ თავს ეს კითხვა დაუსვან ხოლმე. 

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?

7. მიშელ ობამა - მიშელი ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს რაზეც კი ოდესმე უოცნებია. მისი რჩევა მარტივია - ნუ გააკრიტიკებთ საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ თქვენი საოცნებო მომავალი და უბრალოდ გადადგით ნაბიჯები მისკენ.

7 წარმატებული და პოპულარული ქალის რჩევა - როგორ უნდა დაამარცხოთ წარუმატებლობის შიში?



<a href="https://inspiration.allwomenstalk.com">https://inspiration.allwomenstalk.com</a>