ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია - 7 მარტივად წასაკითხი და საინტერესო წიგნი ზღვის სანაპიროსთვის
- 02.07.2018
1. „წითელი საათები“, ლენი ზუმასი - ის მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც აბორტი და ინ-ვიტრო გნაყოფიერება იკრძალება და ქალებზე, რომლებიც სწავლობენ, თუ როგორ შეეგუონ აკრძალვას.
2. „ცეცხლი ყველგან“, სელესტე ენჯი - ამ წიგნზე დაყრდნობით მალე ახალი სერიალი გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს რიზ უიზერსპუნი და კერი ვაშინგტონი შეასრულებენ. რომანი ოჯახის, დედისა და მისი ქალიშვილის, მეგობრული ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. პრობლემები მაშინ იწყება, როცა ოჯახის მეგობარი ჩინური წარმოშობის ბავშვის შვილად აყვანას გადაწყვეტს.
3. „ეს მე ვარ“, კრისი მეტსი - ეს წიგნი ქალებს განსაკუთრებით დაეხმარება იმაში, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი თავის, შეემატოთ თავდაჯერებულობა. ყოველივეს ავტორი განსაკუთრებული და უნიკალური თხრობის მანერით ახერხებს.
4. „ისევ მე“, ჯოჯო მოიესი - ალბათ, უმეტესმა თქვენგანმა იცის ლუისას ისტორია, რომელსაც მოიესი გვიყვება წიგნებში - „მე შენამდე“ და „შენ შემდეგ“. მესამე ნაწილში ლუისა ახალ ქალაქში გვევლინება. ის ურთიერთობაშია სემთან და უწევს ბალანსის პოვნა პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ხვდება მამაკაცს, ჯოშუა რაიანს, მის ცხოვრებაში ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
5. „ქალი ფანჯარაში“, ეი ჯეი ფინი - წიგნის მთავარი გმირი ფსიქოლოგი ენ ფოქსია, რომელსაც სივრცის შიში აქვს და სახლიდან ვერ გადის. ის საზარელი დანაშაულის მოწმე გახდება და ცხოვრების მთავარი მიზანი ამ დანაშაულის გამოძიება ხდება.
6. „The Perfect Stranger”, მეგან მირანდა - წიგნში მოთხრობილია ჟურნალისტის ისტორია, რომელიც თავისი გაუჩინარებული მეგობრის, ემი გრეის პოვნას ცდილობს. ჟურნალისტი, ლეა თავისი მეგობრის დაკარგვის შემდეგ იგებს, თუ რა ცოტა იცოდა სინამდვილეში ემის შესახებ.
7. “The Kiss Quotient”, Helen Hoang - წიგნში მოთხრობია 30 წლის, ჭკვიანი ქალის, სტელა ლეინის შესახებ, რომელიც პაემნების დეპარტამენტში მუშაობს. წიგნში საინტერესო სასიყვარულო ისტორიაა გადმოცემული.
თემები: ინტელექტუალი, ჭკვიანი ადამიანები, წიგნები, კითხვა, წიგნი, ზაფხული
<a href="https://www.redbookmag.com">https://www.redbookmag.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია