საათი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, გარდა იმისა, რომ მისი საშუალებით აკონტროლებთ წუთებს, ამავდროულად, ის თქვენს ვიზუალს უფრო ტრენდულს და გლამურულს ხდის.
ვნახოთ 2018 წლის ყველაზე მოდური საათების კოლექცია:
1. Apple Watch Hermes - მისი საშუალებით დროის გარდა, შესაძლებელია ამინდის პროგნოზის გაგება, ტაიმერის დაყენება. შეგიძლიათ არჩევანი სასურველი ფერის სამაჯურიან საათზე გააკეთოთ. ის ზაფხულის ყველაზე ტრენდული აქსესუარია.
2. Bilbul - მინიმალისტური, შავი საათი კლასიკური სტილის მოყვარულებისთვის.
3. Baume & Mercier - ეს საათი ბრილიანტისა და მარგალიტის თვლებითაა გაფორმებული და ზაფხულის შესაბამისი, ფერადი სამაჯური აქვს.
4. Michael Kors - ეს არის მაიკლ კორსის წყალგამძლე საათი, რომელიც ზღვის სანაპიროზე, აუზზე იდეალურია და თუ წყალში დასველდება, ის არ გაფუჭდება. შეგიძლიათ შეარჩიოთ ფერადი სამაჯურით.
5. Michele – კიდევ ერთი წყალგამძლე საათი, თუმცა ვფიქრობთ ეს გაცილებით უფრო დახვეწილი დიზაინის მქონეა.
6. Movado - მინიმალისტური სტილის ვერცხლისფერი საათი, რომელიც ზაფხულის წვეულებებისთვის გამოგადგებათ.
7. Nixon - მრავალფუნქციური საათი, თანამედროვე და ულტრა მოდური გოგონებისთვის.
8. Rado- სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით თეთრი კერამიკისგან დამზადებული საათი, რომელიც ოქროზე ათჯერ უფრო მყარია. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ამავდროულად, არის ჰოპოალერგიული და ადაპტირებას ახდენს სხეულის ტემპერატურასთან.
9. Uniform Wears C 33 - რეტროს სტილის ვერცხლისფერი საათი, ძალიან ღია ვარდისფერი ციფერბლატით.
10. Swatch - კიდევ ერთი რეტროს სტილის საათი. „სვოჩის“ ამ საათს ნოსტალგიურ საათსაც უწოდებენ. ის შგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მაჯის საათის, ასევე ჯიბის საათის ფუქციით, ის იძლევა საშუალებას რომ ყელსაბამს შეუსაბამოთ, იყოთ ორიგინალურები და საათი ყელზე გაიკეთოთ.
11. Tissot - წყალგამძლე საათი, მკაცრი იმიჯის მქონე ადამიანებისთვის. ის ერთნაირად წარმატებით შეგიძლიათ შეუსაბამოთ როგორც ჩეულებრივ, საზაფხულო სტილს, ასევე საოფისე სამოსსაც.
თემები: სტილი, ტრენდი, საათი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.townandcountrymag.com">https://www.townandcountrymag.com</a>