გავლენიანი ლიდერი და ყველაზე სექსუალური ქალი პოლიტიკოსი - ყველაფერი ხორვატიის პრეზიდენტის შესახებ
- 08.07.2018
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი აქტიურ ფაზაშია. გუშინ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, სადაც ხორვატია და რუსეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ფეხბურთელებთან ერთად ყურადღება ხორვატიის პრეზიდენტმაც მიიპყრო, რომელიც აქტიურად გულშემატკივრობდა თავისი ქვეყნის ნაკრებს, ხოლო ხორვატების გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებთან ერთად გასახდელში იზეიმა.
ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩია. ის ქვეყანას სათავეში 2015 წლის 19 თებერვლიდან უდგას. ხორვატიის ისტორიაში კოლინდა ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.
ის 1968 წლის 29 აპრილს დაიბადა. სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ, კიტაროვიჩი სხვადასხვა სამთავრობო და დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობდა. 2003-2005 წლებში ის ხორვატიის ევროპულ საქმეთა მინისტრი იყო, 2005-2008 წლებში საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი გახლდათ. 2008-2011 წლებში აშშ-ში ხორვატიის ელჩად მუშაობდა.
კოლინდა 1996 წელს ჯაკოვ კიტაროვიჩზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს - კატარინა და ლუკა.
ხორვატიის პრეზიდენტი თავისუფლად საუბრობს, რა თქმა უნდა, ხორვატიულ, ასევე ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე. საბაზისო დონზე იცის გერმანული, ფრანგული და იტალიური.
2017 წელს „ფორბსის“ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტიბგში კოლინდა კიტაროვიჩმა 39-ე ადგილი დაიკავა.
სხვადასხვა ონლაინ-გამოცემები კი მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ლიდერად ასახელებენ.
2016 წელს მსოფლიოს ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ მიიპყრო, რაც ინტერნეტ-სივრცეში მისი საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. კოლინდა ერთნაირად შთამბეჭდავად გამოიყურება როგორც ოფიციალურ სამოსში, ასევე ზღვის სანაპიროზეც.
თემები: პრეზიდენტი, პრეზიდენტის ფოტოგრაფი, სპორტი, ხორვატია, ფეხბურთი
<a href="http://cloudmind.info">http://cloudmind.info</a>