სტილი

პოდიუმის დედოფალი „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე - ნაომი კემპბელმა შოუ „მოიპარა“

პოდიუმის დედოფალი „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე - ნაომი კემპბელმა შოუ „მოიპარა“

იტალიაში „დოლჩე და გაბანას“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც ნაომი კემპბელიც ესწრებოდა და არა მხოლოდ ესწრებოდა, მან ბრენდის სამოსიც მოირგო და პოდიუმზეც გაიარა.

BO-1 Instagram Post

როგორც გავლენიანი მოდური გამოცემები წერენ, სუპერმოდელმა „დოლჩე და გაბანას“ შოუ „მოიპარა“, რადგანაც შოუს შემდეგ განხილვის საგანი არა სამოსი, არამედ შეუდარებელი ნაომი კემპბელი გახდა.

BO-3 Instagram Post

კემპბელმა საღამოს გრანდიოზული და ულამაზესი კაბა მოირგო. თავზე კი ბუმბულებით გაფორმებული თავსაბურავი ეკეთა.

ჩვენებაზე ასევე გამოვიდნენ პრინცესა დაიანას ძმის შვილი, ლედი კიტი სპენსერი, ჰელენ კრისტენსენი და ეშლი გრეჰემი.

პოდიუმის დედოფალი „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე - ნაომი კემპბელმა შოუ „მოიპარა“

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ასევე იმ ულამაზესმა გარემომ, სადაც კოლექციის ჩვენება შედგა და მუსიკამ, რომელიც მოდელების გამოსვლას ახლდა თან. თუმცა ყველაზე დიდი მღელვარება სწორედ ნაომი კემპბელმა გამოიწვია, რომელიც უდავოდ არის პოდიუმის დედოფალი.

რაც შეეხება ლედი კიტი სპენსერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ის ხშირად გამოდის ბრენდის ჩვენებებზე და შეგვიძლია „დოლჩე და გაბანას“ საპატიო მოდელიც ვუწოდოთ.



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>