სიყვარულის რჩევები ბარაკ ობამასგან - სამი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ სანამ დაქორწინდებით
- 09.07.2018
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, სიყვარულის საკითხებში ნამდვილ გურუდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ბარაკ ობამამ თავის ცოლთან მიშელთან ერთად, ეჭვგარეშეა რომ იცის, თუ რა არის წარმატებული ქორწინების საიდუმლო, წარმატებული და მყარი ურთიერთობის გასაღები. ობამების წყვილი 26 წელია ქორწინებაშია.
ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი, დან პფაიფერი თავის წიგნში, „დიახ, ჩვენ შეგვიძლია“, აქვეყნებს სიყვარულის სიბრძნეს, რომელიც მან ყოფილი უფროსისგან ისწავლა.
დანი თავის წიგნში წერს იმ სამი კითხვის შესახებ, რომლებიც ობამას აზრით, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ სანამ დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ.
„პირველი რჩევა, რომელსაც მივცემდი ადამიანებს ქორწინების შესახებ ასეთია, ჰკითხეთ საკუთარ თავს, არის ეს ადამიანი თქვენთვის საინტერესო?“ - ამბობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
„შენ უნდა გაატარო მის გვერდით იმაზე გაცილებით მეტი დრო, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანთან და ამიტომ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ გინდოდეს მისი მოსმენა, საინტერესო იყოსმისი აზრები შენთვის, გაინტერესებდეს მისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე“, - განმარტავს ბარაკ ობამა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, კიდევ ორი კითხვა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს დაქორწინებამდე:
„შეუძლია მას შენი გაცინება და არ ვიცი გსურთ თუ არა შვილების გაჩენა და თუ გსურთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, იქნება ის კარგი დედა?“, - აგრძელებს ობამა.
ობამას აზრით თუ ამ კითხვებზე დადებითია თქვენი პასუხი, შეგიძლიათ თამამად გადაწყვიტოთ დაქორწინება.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები, მიშელ ობამა, ბარაკ ობამა
<a href="https://www.boredpanda.com">https://www.boredpanda.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია