მშობლები

ოჯახის დაგეგმვა ადამიანის უფლებაა - გაეროს მოსახლეობის ფონდის მთავრობებს მიმართავს

ოჯახის დაგეგმვა ადამიანის უფლებაა - გაეროს მოსახლეობის ფონდის მთავრობებს მიმართავს

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) -ს აღმასრულებელი დირექტორი, ნატალია კანემი „მსოფლიო მოსახლეობის დღესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთვარობას მიმართავს

„ორმოცდაათი წლის წინ, 1968 წლის 13 მაისს, თეირანში, ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ "მშობლებს გააჩნიათ ადამიანის ფუნდამენტური უფლება თავისუფლად და პასუხისმგებლობით განსაზღვრონრამდენი შვილი იყოლიონ და როდის“.

ოჯახის დაგეგმვა არამხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხია, არამედ ის საკვანძოა ქალთა გაძლიერების, სიღარიბის შემცირების და მდგრადი განვითარების მიღწევის კუთხითაც.

მიუხედავად ამისა, განვითარებად ქვეყნებში 214 მილიონ ქალს ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე, ინფორმაციის ან მომსახურებების ნაკლებობისა დაპარტნიორებისა და თემების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს მათ შესაძლებლობას შექმნან უკეთესი მომავალი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის.

UNFPA განვითარებად ქვეყნებში მხარს უჭერს ოჯახის დაგეგმვას თანამედროვე კონტრაცეპციის სრული სპექტრის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფით, ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებით და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით.

UNFPA მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყნების ძალისხმევას დაიცვან ადამიანების, განსაკუთრებით, ქალების უფლება დაგეგმონ თავისი ოჯახი. ჩვენ ვცდილობთ, 2030 წლისთვის განვითარებად ქვეყნებში სრულად უზრუნველვყოთ ხელმისაწვდომობა ოჯახის ნებაყოფლობითი დაგეგმვის მომსახურებაზე და, ამგვარად, დავასრულოთ ამ მომსახურების დაუკმაყოფილებელი საჭიროება. მაგრამ ამას ჩვენ მარტო ვერ შევძლებთ. დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია მთავრობების, პარლამენტარების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა.

როგორც პირველი ნაბიჯი, განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ აღმოფხვრან ოჯახის დაგეგმვის დაფინანსებაში გლობალურად არსებული დეფიციტი მხოლოდ 20 ცენტის გამოყოფით თითო ადამიანზე წელიწადში. ოჯახების, საზოგადოებისა და ერებისათვის მოსალოდნელი სარგებლის გათვალისწინებით, ეს მსოფლიოს მომავლისთვის სტრატეგიული და ქმედითი ინვესტიცია იქნება.

მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით, UNFPA მოუწოდებს მთავრობებს, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყონ უნივერსალური ხელმისაწვდომობა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანდაცვასა და რეპროდუქციულ უფლებებზე, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის მომსახურებასა და ინფორმაციაზე.

სწორედ ისე, როგორც ეს 1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ფარგლებში შეთანხმდა. ოჯახის დაგეგმვაში ინვესტირება დღეს ნიშნავს ინვესტირებას მომავალი თაობის მილიონობით ქალის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში...“ - ნათქვამია განცხადებაში