მაგიური ფრჩხილები, რომელიც ფერს იცვლის - სიახლე ტრენდული გოგონებისთვის
- 14.07.2018
ფრჩხილის ლაქი, მისი მოსაშორებელი საშუალებები და ა.შ ის პროდუქტებია, რომლებიც ფჩხილებს გამძლეობას უკარგავს და დროთა განმავლობაში ის ადვილად ტყდება და ეკარგება სილამაზე. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ქალი უპირატესობას ხელოვნურ ფრჩხილებს ანიჭებს.
ამჯერად თქვენს ყურადღებას ხელოვნური ფრჩხილების ერთ-ერთი ვარიაციისკენ მივმართავთ. ეს არის ქამელეონი ფრჩხილები, ფრჩხილი, რომელიც ფერს იცვლის თქვენი სურვილისამებრ.
ასეთი ფრჩხილები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ინსტაგრამზე“ და მოდური ბლოგერები თავიანთ გამომწერებს რეკომენდაციას აძლევენ მის გამოსაყენებლად.
ქამელეონი ფრჩხილები ჰეილი ედვარდსმა გამოიგონა. როგორც ჰეილი ამბობს, ფრჩხილი ფერს იცვლის მასზე თბილი წყლის ზემოქმედების შედეგად. ერთი შეხედვით ყოველივე ჰარი პოტერის მისტიკურ ხრიკს ჰგავს, მაგრამ ეს რეალურია.
ნახეთ ფრჩხილის ფერის ცვლილების რამდენიმე მაგალითი:
თემები: სტილი, რჩევები ქალებს, 2018 წლის ტენდენციები, მანიკური
<a href="https://www.marieclaire.com">https://www.marieclaire.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია