„ინსტაგრამზე“ ყოვედღიურად უამრავ მომხიბვლელ ვიზუალს ვხედავთ. მოდის ბლოგერები გვანებივრებენ სხვადასხვა რჩევებით, სამოსის ორიგინალური შეხამებით ქმნიან უნიკალურ, ინდივიდუალურ ვიზუალს და თავიანთ გამომწერებს ერთგვარად ასწავლიან, თუ როგორ უნდა ჩაიცვან იმისთვის, რომ ტრენდული და ინდივიდუალური სტილი შექმნან.
ვნახოთ 5 სტილი „ინსტაგრამიდან“ რომლებიც მოდის კრიტიკოსებმა საუკეთესოდ აღიარეს.
1. ნიუ-იორკული სტილი - მოკლე შორტი, ტოპი მაისური და საზაფხულო ფეხსაცმელი. ერთი შეხედვით მარტივი კომბინაციაა, თუმცა ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალებს, ფერებს და სათვალეს.
2. მხიარული საზაფხულო ვიზუალი - ე.წ. მილენიალი ყვითელი ფერის საზაფხულო კაბა ბლოგერმა ამავე ფერის საზაფხულო ფეხსაცმელს შეუსაბამა. ის ამავე ფერის ჩანთას და მინიმალისტური სტილის საყურეს ატარებს.
3. კოპლებიანი შარვალი - ეს ერთ-ერთი საუკეთესო სტილია. როგორც ვიცით, კოპლებიანი სამოსი წელს განსაკუთრებით ტრენდულია. ასეთი შარვალი და თეთრი ტოპი მაისური კი, იდეალურ კომბინაციას ქმნის. ასევე შავი, მინიმალისტური სტილის საზაფხულო ფეხსაცმელი და ე.წ. კალათი ჩანთაც და თქვენი ვიზუალი იდეალურია.
4. ზოლებიანი სამოსი - ასეთი სამოსი იდეალური კედებთან, სპორტულ ფეხსაცმელთან.
5. სამოსი სხვადასხვა პრინტით - კომბინიზონი სხვადასხვა ხილის პრინტით ვიზუალს განსაკუთრებით მხიარულ ელფერს აძლევს. მას შეგიძლიათ ბეწვის, ტრენდული საზაფხულო ფეხსაცმელი შეუსაბამოთ.
თემები: ტრენდი, ჩაცმულობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია