LIFE

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ

რომანტიკულ ურთიერთობაში დგება დრო, როცა წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს და ეს არ არის მარტივი საკითხი. რამდენად კარგი ურთიერთობაც უნდა გქონდეს საყვარელ ადამიანთან, როგორ ძლიერადაც უნდა გიყვარდეს ის, მაინც იჩენს თავს გარკვეული სირთულეები. შენ ახალ ცხოვრებას იწყებ პარტნიორთან ერთად, აუცილებლად მოგიწვეს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, მისი აზრების გათვალისწინება და ა.შ.

ვნახოთ, როგორია ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი. 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ:

1. მერი, 33 წლის - „25 წლის ვიყავი როცა ჩემს პარტიორთან ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღე. მანამდე 6 თვიანი სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა. თავიდან ვინაწილებდით გადასახადებს, ბინის ქირას, თუმცა შემდეგ მან სამსახური დაკარგა და ფინანსური თვალსაზრისით ყველა საკითხი ჩემი მოსაგვარებელი იყო. 

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ

ეს არ იყო მარტივი. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, ცოტა მოთმინება. რთულია, მაგრამ თუ ურთიერთობის გადარჩენა გინდა, ასე უნდა მოიქცე. თავიდანვე უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდები და ეს პრობლემები მხოლოდ თქვენ ორმა უნდა მოაგვაროთ“. 

2. მეგანი, 27 წლის - „როცა თავდაპირველად ჩემს შეყვარებულთან გადავედი საცხოვრებლად, წარმოდგენა არ მქონდა რა მელოდა. როცა მარტო ვცხოვრობდი ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა მქონდა, მასთან კი, ასე არ იყო. უწესრიგობა და არეულობა დამხვდა და ასე აგრძელებდა. არ ზრუნავდა სისუფთავეზე.

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ

ყველა მსგავსი საკითხი ჩემი მოსაგვარებელი იყო. თუმცა ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შევძელი ის, რომ პასუხისმგებლობებს ვინაწილებთ. სახლს მორიგეობით ვალაგებთ, ჭურჭლის გარეცხვასა და საჭმლის მომზადებაშიც მეხმარება. მე გირჩევთ, რომ ეცადოთ მსავსი საკითხების გამო არ იჩხუბოთ. მშვიდი საუბარი გაცილებით მომგებიანია“.

3. დინა, 29 წლის - „სამწუხაროდ, რატომღაც ვფიქრობდი რომ ჩვენი თანაცხოვრება მხოლოდ დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გატარება იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ არის და უამრავი სირთულე ახლავს, კამათი და გაუგებრობა ერთი შეხედვით მარტივი საკითხების გამო. მაგ: იმის გამო, თუ ვინ გარეცხავს ჭურჭელს, ვინ დაალაგებს აბაზანას.

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ

ამ პრობლემებს სწორი მოქმედებების შედეგად აუცილებლად მოაგვარებთ.

4. შირლი, 31 წლის - „მთავარი რაც ჩემს პარტნიორთან ერთად ცხოვრების საწყის ეტაპზე ვისწავლე ის არის, რომ უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია, ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჯანსაღი კომუნიკაციის წყალობით ყველა პრობლემას მოაგვარებთ. ასე რომ გირჩევთ ესაუბროთ მას რაც შეიძლება მეტი პრობლემებზე და ნახავთ, რომ ურთიერთობა იდეალური იქნება“.

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ

5. ჰოლი, 33 წლის - „8 წელია მე და ჩემი პარტნიორი ერთად ვცხოვრობთ და გაინტერესებთ მაბრაზებს თუ არა? ოჰ, რა თქმა უნდა, მაბრაზებს მარტივი ნათქვამია, ზოგჯერ მაგიჟებს. ჭუჭყიან ტანსაცმელს ძირს დაყრილს ტოვებს, შეუძლია საჭმელი მარტომ ჭამოს და სამზარეულო თავდაყირა დატოვოს. ურთიერთობის საწყის ეტაპზე ეს განსაკუთრებით მაგიჟებდა, რადგანაც არ ველოდი ყოველივეს“.

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ

6. მეგანი, 23 წლის - „საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება როცა დავიწყე, ღმერთო ჩემო, ეს სრული სიგიჟე იყო. მეგონა მას ვიცნობდი, მაგრამ თანაცხოვრებისას ის სულ სხვანაირი იყო. ასე მგონია, რომ თავიდან გავიცანი. ნუ გაგიკვირდებათ, მზად იყავით იმისთვის, რომ მასში ბევრ რამეს აღმოაჩენთ“.

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ

7. შელი 34 წლის - „მთავარი პრობლემა რომელსაც წავაწყდი, წესრიგი იყო. საშინელება იყო ჩემთვის იმის დანახვა, როგორ მოისროდა იატაკზე სველ პირსახოცს და ყველაფერი მე უნდა დამელაგებინა. საბოლოო ჯამში, ამას ვერ შევეგუე და დავშორდით ერთმანეთს. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჯანსაღი დიალოგით შევძლებდი პრობლემის მოგვარებას. გირჩევთ მეტ კომუნიკაციას საყვარელ ადამიანთან“.

როგორია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი? – 7 ქალი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ



<a href="https://www.bustle.com">https://www.bustle.com</a>