ოჯახი და კარიერა - როგორ დავიცვათ ბალანსი
01.04.2025
1. Zoolander - ძალიან სახალისო ფილმი ბენ სტილერის მონაწილეობით. გიფიქრიათ, რომ ცხოვრება იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე გარეგნული მომხიბვლელობა? ეს ფილმი სწორედ მსგავს საკითხებზე დაგაფიქრებთ.

2. „კოკო შანელამდე“/Coco Before Chanel -ფილმი ლეგენდარული დიზაინერის კოკო შანელის შესახებ, რომელშიც კოკოს როლს შეუდარებელი ოდრი ტატუ ასრულებს.

3. Bill Cunningham – New York - ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოდის მიმდევარი და ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო და აუცილებლად სანახავიც კია.

4. „მარტოხელა მამაკაცი“/A Single Man - ფილმში მთავარ როლებს კოლინ ფერტი და ჯულიანა მური ასრულებენ. შეგიძლიათ მოიმარაგოთ პოპკორნი და დატკბეთ ამ ფილმით, რომელშიც უამრავ შესანიშნავ სამოსს ნახავთ.

5. Fresh Dressed - ეს არის დოკუმენტური ფილმი, სადაც აღწერილია ჰიპ-ჰოპის, ურბანული მოდის ისტორია. ფილმი გაჩვენებთ თუ რამდენად ღრმა კავშირია მუსიკასა და მოდას შორის. ასევე, დაინახავთ თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს მოდა საზოგადოებაზე.

6. „ვალენტინო: უკანასკნელი იმპერატორი“/Valentino: The Last Emperor - კიდევ ერთი უნიკალური დოკუმენტური ფილმი მოდის შესახებ, რომელიც გვაჩვენებს საზოგადოებაზე მოდის გავლენას და ამ ინდუსტრიას კიდევ უფრო ახლოს გვაჩვენებს.

7. Mademoiselle C - ფილმი პარიზული „ვოგის“ რედაქტორის, კარინ რიოტფელდის შესახებ. ეს ფილმი გაძლევთ საშუალებას მოდის ინდუსტრიას გაეცნოთ და დაინახოთ ის, რაც პოდიუმს მიღმა რჩება.

8. „ეშმაკი ატარებს პრადას“/The Devil Wears Prada - ფილმი, რომელიც უკვე ლეგენდად იქცა, რომელსაც ბევრი აღწერა არ სჭირდა და ფილმი, რომლის ნახვაც მოდის მოყვარულებს არასოდეს ბეზრდებათ.

9. „დიორი და მე“/Dior & I - დოკუმენტური ფილმი უნიკალური მასალებით „დიორის“ შესახებ.

10. “ჯია“/Gia - ფილმი, რომელიც მოდელ ჯია კარანჯის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს.

თემები: მოდა, ტრენდი, ვარსკვლავების ჩაცმულობა, ფილმები, დიზაინი, დიზაინერი
<a href="https://www.standard.co.uk">https://www.standard.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია