საყურის სწორად შესარჩევად გარდა იმისა, რომ უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ რა არის მოდაში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ თქვენი სახის მოყვანილობა.

ვნახოთ, როგორ უნდა შეარჩიოთ საყურე სახის ფორმის მიხედვით ისე, რომ ის ძალიან მოგიხდეთ.

1. თუ ერთგვარად მართკუთხა ფორმის მოყვანილობის სახე გაქვთ, არც მრგვალია და არც ოვალური - ასეთი სახის მოყვანილობას ყველაზე გრძელი და ასევე ფართო საყურე უხდება, თუმცა ძალიანაც არ უნდა გადააჭარბოთ.

2. თუ გრძელი ფორმის სახე გაქვთ - სტილისტები ამბობენ, რომ საერთოდ ასეთი სახის ფორმას საყურე ძალიან უხდება, თუმცა თავი უნდა აარიდოთ წაგრძელებული ფორმის საყურეების გამოყენებას. უმჯობესია, თუ არჩევანს შეაჩერებთ პატარა, მინიმალისტურ საყურეზე, ან დიდ მრგვალ საყურეზე.

3. თუ დაახლოებით ისეთი სახის ფორმა გაქვთ, როგორც ფოტოზე აღბეჭდილ გოგონას - სტილისტები გირჩვეენ, რომ ამ შემთხვევაში ოვალური ფორმის საყურეზე შეაჩეროთ არჩევანი, რადგანაც ასეთი საყურე თქვენს სახეს ყველაზე მეტად მოუხდება.

4. თუ ოვალური ფორმის სახე გაქვთ - თქვენი სახე აბსოლუტურად სიმეტრიულია და ეს ნიშმავს, რომ ნებისმიერი სტილის საყურე შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ შეარჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენ მოგწონთ. ასეთ სახეს ნებისმიერი საყურე უხდება.

5. თუ წვრილი ნიკაპი გაქვთ - ამ შემთხვევაში ფართო საყურე უნდა გაიკეთოთ.

6. თუ წრის ფორმის, მომრგვალებული სახის ფორმა გაქვთ - სტილისტები გირჩევენ, რომ არჩევანი გრძელ და წვრილ საყურეზე შეაჩეროთ.