LIFE

როგორ მოქმედებს მამაკაცზე ქალის ცრემლები? - ახალი კვლევის შედეგი

როგორ მოქმედებს მამაკაცზე ქალის ცრემლები? - ახალი კვლევის შედეგი

შეგიმჩნევიათ, რომ მამაკაცს თქვენი ცრემლების დანახვა ცუდად ხდის და ასეთ დროს ცდილობს, საერთოდ გაგერიდოთ და არ გხედავდეთ? არსებობს მეცნიერული ახსნა იმისა,თუ რატომ არ შეუძლია მამაკაცს ქალის ცრემლების დანახვა.

ნეირობიოლოგმა ნოამ სებოლმა სცადა აეხსნა ის, თუ რატომ აქვთ მამაკაცებს მსგავსი რეაქცია ქალის ცრემლების დანახვისას.

როგორ მოქმედებს მამაკაცზე ქალის ცრემლები? - ახალი კვლევის შედეგი

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ მამაკაცს ქალის ცრემლების დანახვა იმიტომ არ შეუძლია, რომ ეს მასზე ემოციურად მძიმედ მოქმედებს, რომ ყოველივე ემოციებთანაა კავშირში. რომ გულზე მძიმედ ხვდება ატირებული ქალის დანახვა. თუ ასე ფიქრობთ, ცდებით. როგორც აღმოჩნდა, ყოველივე სულ სხვა რამესთანაა კავშირში.

კვლევის თანახმად, ქალის ცრემლები პირდაპირ გავლენას ახდენს მამაკაცის ჰორმონზე, ტესტოსტერონზე.

როგორ მოქმედებს მამაკაცზე ქალის ცრემლები? - ახალი კვლევის შედეგი

როგორდ პროფესორი ნოამი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, ქალის ცრემლების დანახვისას მცირდება მამაკაცის ტესტოსტერონის დონე და იკლებს სექსუალური მიზიდულობა ქალისადმი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ცრემლების შეხედვას. კვლევის თანახმად, მამაკაცი მკაფიოდ გრძნობს ცრემლების სუნს და ცრემლების სუნიც სწორედ ისე მოქმედებს, როგორც ცრემლების დანახვა.

როგორ მოქმედებს მამაკაცზე ქალის ცრემლები? - ახალი კვლევის შედეგი

ჩვენ ვიცით ფერომონების შესახებ, რომელიც სექსუალური მიზიდულობის თვალსაზრისით დიდ როლს ასრულებს. როდესაც მამაკაცი ატირებულ ქალს ხედავს, არ წარმოიქმნება ფერომონები და მამაკაცს არ უჩნდება სექსუალური ლტოლვა ამ ქალისადმი და უბრალოდ ცდილობს, რომ წავიდეს მისგან.

როგორ მოქმედებს მამაკაცზე ქალის ცრემლები? - ახალი კვლევის შედეგი

კვლევაში მონაწილე მამაკაცების უმეტესობაამბობდა, რომ მათთვის ატირებული ქალი მიმზიდველი არ არის. ასეთი ქალი მათ ნაკლებად სექსუალურებად მიაჩნიათ.

როგორ მოქმედებს მამაკაცზე ქალის ცრემლები? - ახალი კვლევის შედეგი

მკვლევარები ამბობენ, რომ ცრემლებს შეუძლიათ მოკლან და გაანადგურონ ის ქიმია, რომელიც ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებთ და როცა მამაკაცი ატირებულს გხედავთ და მიდის ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ემოციურად ვერ უძლებს თქვენ დანახვას, მიდის იმიტომ, რომ ასეთი არ მოსწონხართ და მიმზიდველად არ მიაჩნიხართ.



<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>